ავსტრიის კრიმინალურმა პოლიციამ ვენაში გორის "დილას" ფანები დააკავა

AutoSharing Option
გორის "დილასა" და ვენის "რაპიდის" შეხვედრის შემდეგ პოლიციის წარმომადგენლებმა ოთხი ქართველი დააკავეს.

როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2" იუწყება, პოლიციელები სტადიონზე შევიდნენ და იმ ადგილების შემოწმება დაიწყეს, რომლებიც ქართველ გულშემატკივრებს ჰქონდათ დაკავებული.

არსებობდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეებს შორის შესაძლოა, კრიმინალში ეჭვმიტანილი პირები ყოფილიყვნენ.

ოთხი დაკავებულიდან ერთ-ერთი ვენაში არალეგალურად იმყოფებოდა და ის საემიგრაციო სამსახურს გადაეცა. კიდევ ერთ პირს კი ყალბი დოკუმენტაცია აღმოაჩნდა. დანარჩენი ორი ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულია.

გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის, გიორგი დევ
დარიანის განცხადებით, შემოწმება გუნდთან არაფერ კავშირშია.

"ქართველები იყვნენ საგულშემატკივროდ მოსულები და ისხდნენ ერთ სექტორში. იმ სექტორს პოლიციამ დაარტყა წრე და გულშემატკივრების შემოწმება ჩაატარეს ძალიან უხეში ფორმით," - აცხადებს დევდარიანი.

როგორც ვენაში საქართველოს კონსულმა, დავით ჩაჩავამ "რუსთავი2"-ს განუცხადა, თამაშის შემდეგ მოხდა ოთხი პირის დაკავება.

"ერთი არის დაკავებული, როგორც არალეგალურად მყოფი და გადაცემულია საემიგრაციო სამსახურისთვის
. კიდევ ერთ პირს ყალბი დოკუმენტაცია აღმოაჩნდა", - აცხადებს კონსული.

მისი თქმით, ოპერაცია ავსტრიის კრიმინალურმა პოლიციამ ჩაატარა. მათ ჰქონდათ ეჭვი, რომ თამაშზე კრიმინალები იმყოფებოდნენ და სადმე რომ არ გაპარულიყვნენ, კორდონი გააკეთეს, კორდონში გამოატარეს ყველა და შეუმოწმეს დოკუმენტაცია.

წყარო: interpressnews.ge

ასევე იხილეთ:
რაპიდი-დილა 1:0 - თამაში ავანტიურის გარეშე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
LEVAN.შეენ,ფული რომ იშოვო ყველაფერს იკადრებ, კაცს ჩაუშვებ, ფულს გააპროცენტებ.შენ ფულის გულისთვის იქურდებ კი არა კაცს მოკლავ. მაგრამ იცი პრობლემა რაშია? მაგის გამბედაობა *** არა გაქვს თორემ რომ გითხრან არ დაგიჭერთ, აჰა ფული კიკუ და მოკალი ათი კაციო მოკლავ შე ***. თამაშზე სტუმარ ქართველებს შენმა სულიერმა ძმებმა პრობლემები შეუქმნეს და შენ ***,ქართველების კრიმინალზე ლაპარაკობ რომ პირიქით პროტესტის გრძნობა გაგჩენოდა.
DaTa afrasidze
05:21 28-08-2013
0
ლევან^^ . მერე რაო რამდენი კრიმინალი აიკვანეს ჰაა.რა შუაშია ფეხბურთთან კრიმინალი.???თან რომ ამართლებ კიდეც.შე შურიანო და ბოღმით სავსე
beso
13:06 25-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული