რა ვარიანტი აღარ განიხილებოდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების მეკარე დღესაც თბილისის "დინამოშია".
თუმცა 26 აგვისტოს საფეხბურთო წრეებში ცნობილმა პირმა "ლელოს" მიაწოდა ინფორმაცია, რომ არ არის გამორიცხული, ლორია მალე დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" გადავიდეს.
მისივე ცნობით, ამ ამბავს "დინამო" მაქსიმალურად ასაიდუმლოებს. თუმცა კლუბებს შორის მოლაპარაკება ნამდვილად მიმდინარეობსო - ამტკიცებს რესპონდენტი.
იმაში, რომ რომელიმე კლუბი შეიძლება ტრანსფერს ასაიდუმლოებდეს, გასაკვირი არაფერია - ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.
ცხადია, ინფორმაციისთვის თბილისის "დინამოსაც" მივმართეთ.
"ვიცით, რომ ასეთი ხმები გავრცელდა, მაგრამ ლორიას ტრანსფერზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს", - გვითხრეს კლუბში, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარზე უარი განაცხადეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რა შეემთხვა გიორგი ლორიას კიევში? თემურ ქეცბაია გადარეულია... [VIDEO]
წავა გიორგი ლორია? - სატრანსფერო მითქმა-მოთქმა "დინამოს" გარშემო
გიორგი ლორია: "ცხოვრებაში პირველად ვიტირე..."
გიორგი ლორია: სპორტული თავხედობა მოთამაშეს ჰაერივით სჭირდება
გიორგი ლორიას გამო მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ომს იწყებენ?
გიორგი ლორია: ძალიან დამწყდა გული, თამაშის გაგრძელება რომ ვეღარ შევძელი