ბაჩანა არაბული ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბს სურს

AutoSharing Option
შესაძლოა, ბაჩანა არაბულის ორწლიანი სატრანსფერო ოდისეა მალე დასრულდეს და საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კარიერა ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გააგრძელოს.

ბოლოს ის ფრანკფურტის "აინტრახტში" ვარჯიშობდა.

"ლელოს" ინფორმაციით, გამოჩნდა კიდევ ერთი დაინტერესებული კლუბი - "ალკორკონი". ეს არის მადრიდის გარეუბნის გუნდი, რომელიც ბოლო ორ სეზონში პრიმერა დივიზიონში გადასასვლელ პლეი-ოფში ხვდებოდა, ორი წლის წინ კი ესპანეთის თასზე "რეალს" ორი მატჩის ჯამში 4:2 მოუგო.

მაგრამ, ესპანელების თქმით, ტრანსფერს ერთი სერიოზული ბარიერი აბრკოლებს: არაბული ევროკავშირელი რომ იყოს, ახლავე ავიყვანდით, მაგრამ არაევროკავშირელებზე არსებული ლიმიტი გვაფიქრებსო.

თუ ეს პრობლემა მოგვარდა, მაშინ არაბული "ალკორკონში" 4-თვიანი იჯარით გადავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეხლა გადავხედე და ის 1 ურუგვაელიც აგარ ჰყავთ, ანუ 2 ფრანგი და დანარჩენი ესპანელები
levan
10:31 01-09-2013
0
ეს არის უსინდისო ტყუილი. მადრიდში ვცხოვრობ. ალკორკონი გარეუბანია. ჰყავთ 2 ფრანგი, ერთი ურუგვაელი, ყველა დანარჩენი არიან ესპანელები. ვერ ვხვდები რას ნიშნავს ეს ყველაფერი. სტადიონი აქვტ 500 კაცი თუ დაეტევა.
levan
10:26 01-09-2013
0

სიახლეები პოპულარული