ბაჩანა არაბული ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბს სურს

AutoSharing Option
შესაძლოა, ბაჩანა არაბულის ორწლიანი სატრანსფერო ოდისეა მალე დასრულდეს და საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კარიერა ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გააგრძელოს.

ბოლოს ის ფრანკფურტის "აინტრახტში" ვარჯიშობდა.

"ლელოს" ინფორმაციით, გამოჩნდა კიდევ ერთი დაინტერესებული კლუბი - "ალკორკონი". ეს არის მადრიდის გარეუბნის გუნდი, რომელიც ბოლო ორ სეზონში პრიმერა დივიზიონში გადასასვლელ პლეი-ოფში ხვდებოდა, ორი წლის წინ კი ესპანეთის თასზე "რეალს" ორი მატჩის ჯამში 4:2 მოუგო.

მაგრამ, ესპანელების თქმით, ტრანსფერს ერთი სერიოზული ბარიერი აბრკოლებს: არაბული ევროკავშირელი რომ იყოს, ახლავე ავიყვანდით, მაგრამ არაევროკავშირელებზე არსებული ლიმიტი გვაფიქრებსო.

თუ ეს პრობლემა მოგვარდა, მაშინ არაბული "ალკორკონში" 4-თვიანი იჯარით გადავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რას დააწრიალებენ იქეთ აქეთ? მითუმეტეს თუ ჯერ არ შეიძლება.
ramo
16:27 31-08-2013
0
ჟურნალისტები ტვინს გამოგიჭედავენ ესპანური გუნდი, გერმანული გუნდი ან სხვა ევროპული გუნდიოდა და ერთ დღეს ნეფთიხიმიკში ან სკა ენერგიაში აღმოჩნდბა
0

სიახლეები პოპულარული