მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელს ქართველებიც გამოავლენენ

AutoSharing Option
ფოტოზე: მერაბ გიგაური (ტორპედო) გამოკითხვაში მონაწილეობს

წყალტუბოში, სასტუმრო "პრომეთეში", სადაც საშინაო მატჩებამდე ქუთაისის "ტორპედო" ბინავდება, მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა.

ფიფას მიერ ხელდასმულმა "ფიფპრომ" მსოფლიოს სიმბოლური ნაკრების (WORLD AWARD 2013) შესადგენად მთელ მსოფლიოში გამოკითხვა დაიწყო.

"ფიფპრომ" საქართველოში მისი ორგანიზება საკუთარ წარმომადგენელს, "საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციას" მიანდო.

წლეულს გამოკითხვაში მონაწილეობის პატივი მხოლოდ ოთხი ქართული კლუბის წევრებს ერგოთ, მათ შორის კი პირველი "ტორპედო" იყო.

ხსენებული ასოციაციის თავმჯდომარის, ბესიკ აბაშიძის მიერ ჩამოტანილ ბიულეტენებში ფეხბურთელთა ვინაობების ჩაწერით ტორპედოელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ამა წლის მსოფლიოს სიმბოლური თერთმეტეულის დაკომპლექტებაში სასურველი
კანდიდატისთვის მიეცათ ხმა.

"მსოფლიო ნაკრები" 2014 წლის 14 იანვარს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გამოვლინდება.

"ხმის მიცემის პროცედურა 12 აგვისტოს დაიწყო და მასში "ბარსელონას" ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.

რადგან ჩვენ "ფიფპროში" გაწევრიანების მოთხოვნა მხოლოდ ახლა წარვადგინეთ და ჯერ მისი წევრები არ ვართ, საქართველოს მხოლოდ 25 ბიულეტენი გამოგვიყვეს და 4 გუნდზე გადავანაწილეთ: 14 სექტემბერს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის არჩევნები თბილისის "დინამოში" ჩატარდა, მომავალ კვირას კი საჩხერი
ს "ჩიხურა" და გორის "დილა" შემოგვიერთდებიან.

გამოკითხვა 15 ნოემბერს მთავრდება, დაჯილდოება კი 14 იანვარს, ფიფას ოფისში, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

მომავალ წელს, როდესაც ფიფპროს წევრები ვიქნებით, გამოკითხვაში მონაწილეობას
უმაღლესი და პირველი ლიგის ყველა მოთამაშე მიიღებს და საქართველოში დაახლოებით 450-მდე ბიულეტენს შევავსებთ", - გვითხრა აბაშიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორი პატივია არა?
0
როგორი პატივია არა?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული