ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, რა ელის სამომავლოდ ამ გუნდს...
წლევანდელი ევრომიღწევებისთვის "დილა" უეფასგან 420 ათას ევროს მიიღებს და ეს თანხა ანგარიშზე, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს დაუჯდება.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის დაწყების წინ გორულ კლუბს სახელმწიფომ 2 მილიონი ლარი გამოუყო, საიდანაც 1 200 000 ძველი დავალიანების დაფარვას მოხმარდა და გუნდის ასაწყობად 800 ათასი ლარი დარჩა.
ეს ყველაფერი ოფიციალური ინფორმაციაა, კულუარული წყაროდან კი შევიტყვეთ,
ამ ყველაფერს ხომ საფუძველი ახლავე უნდა ჩაეყაროს...
ამას წინათ, ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალის კენჭისყრა რომ გაიმართა, რამდენიმე კლუბის წარმომადგენლები ერთმანეთს შეუთანხმდნენ კლუბების თავყრილობის მოწყობაზე.
ქართული კლუბების მხარდასაჭერი სახელმწიფო პროგრამა უახლოეს ხანში გამოქვეყნდებაო - იყო ასეთი დაპირება სპორტის მინისტრისგან, თუმცა ამ პროგრამას დღის სინათლე ჯერ არ უნახავს. ცხინვალის "სპარტაკი", გორის "დილა", "ზუგდიდი" და ბოლნისის "სიონი" - ეს კლუბები გეგმავენ შეკრებასო, გვითხრა "დილას" მენეჯერმა გია ისიანმა.
წლევანდელი ევროსარბიელის შემდეგ "დილა" ორმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა - 21 წლის გიორგი ილურიძე სპლიტის "ჰაიდუკში" გადავიდა, მისივე კბილა ლაშა გვალია კი ეკატერინბურგის "ურალში". ისინი თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდნენ და, შესაბამისად, "დილას" მათ ტრანსფერებში ცენტიც არ აუღია.
ფიფას კანონების მიხედვით, გორელებს საკომპენსაციო თანხა ეკუთვნოდათ ამ ტრანსფერებიდან, რადგან ილურიძესა და გვალიას ჯერ არ შესრულებიათ 23 წელი, თუმცა "დილას" და ამ ფეხბურთელებს შორის ისეთი შეთანხმება ყოფილა, რომ კლუბი მათ ტრანსფერებში კომპენსაციასაც ვერ გამორჩა - ეს ამბავი ისიანმაც დაგვიდასტურა.
გამოცდილი მენეჯერი ისიანი იმითიც გემახსოვრებათ, რომ საქართველოში საკლუბო ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარმოადგინა, რომლის განხორციელება რეალობასთან ახლოს უნდა იყოს და იმედია, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მაინც სახელმწიფო ამისთვისაც მოიცლის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"