ფეხბურთი და სახელმწიფო: პროექტი 30 მილიონით!

AutoSharing Option
სახელმწიფო რომ საკლუბო ფეხბურთს გვერდში დაუდგება, ასეთი დაპირება რამდენიმე თვის წინათ მოვისმინეთ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრისგან.

ლევან ყიფიანი საფეხბურთო მილეთის წარმომადგენელია და წარმოუდგენელია, ასეთი მინისტრის მთავარი საზრუნავი საქართველოში ფეხბურთის განვითარება არ იყოს.

თუმცა ყველაფერი მინისტრის ნება-სურვილზე ვერ იქნება. საქართველოში, ფეხბურთის გარდა, ბევრი პრობლემაა. ესეც რომ არა, ქვეყანაში ყველა ინტერესით ელის ამ ყბადაღებული კოაბიტაციის დასრულებას, რადგან ბევრი საკითხის გადაწყვეტა სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

მოკლედ, საქართველოში ფეხბურთის განვითარების ახალი, კონცეპტუალური პროგრამა ამ ხელისუფლებას ჯერ არ წარმოუდგენია, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამას
წინ უკვე ვერაფერი დაუდგება.

ყიფიანმა გვითხრა, რომ:

"ამ პროექტის ჩონჩხი უკვე არსებობს, ახლა დეტალების დაზუსტება მიდის. პროექტის სტრუქტურა უკვე ჩამოყალიბებულია - საფეხბურთო სკოლები, პირველი და უმაღლესი ლიგის კლუბები თავიანთი ინფრასტრუქტურული საკითხებით...

როცა ეს პროექტი საბოლოოდ დაიხვეწება, ჯერ ფინანსისტებს წარვუდგენთ და ამის შემდეგ გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, რაცზამთრის პერიოდში მოხდება.

ამ პროექტისთვის წელიწადში, სავარაუდოდ, 30 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომლის 25-30 პროცენტი უმაღლესი ლიგის კლუბებს მოხმარდება".

მინისტრის ნათქვამი საყურადღებოა, რადგან ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ქართული კლუბები მნიშვნელოვნად მოღონიერდებიან - უმეტესი მათგანისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხა იქნება.

პროექტის განხორციელება 2014-15 წლების სეზონიდან უნდა დაიწყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
კლუბები სახელმწიფოსგან მიღებული თანხის ხარჯვით კი არა, როდესაც ჩადებული თანხის გაორმაგებას ისწავლიან, მხოლოდ მაშინ მოღონიერდებიან!!!!

ფედერაციაში დევს ჩემი პროექტი, სადაც ჩანს, როგორ გავხადოთ კლუბი მომგებიანი რამდენიმე თვეში. იქნებ ვინმემ წაიკითხოს?
guja_kakhadze
11:43 12-10-2013
0
Mიაქციეთ ყურადღება ვინმემ გუჯას ნაფიქრალს და ნააზრევს , ხალხი არა ხართ. თუ მე შენ გეტყვი და საპრიზოებსა გლიჯავთ ევროპა - მსოფლიოდან. ერთ გუნდს მაინც მიამაგრეთ საცდელად იქნება რას ქმნის ეს კაცი ამნაირს. ამდენი მილიონების ჩადება კარგი კი არა გადასარევია მარა ერთხელ ამ კაცსაც გაუგონეთ რა .!
beso65
13:29 12-10-2013
0

სიახლეები პოპულარული