სფფ-ისა და ქომაგების ერთობლივი აქცია დვანში

AutoSharing Option
15 ოქტომბერს სოფელ დვანში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული სპორტის ქომაგების ერთობლივი აქცია გაიმართა.

აქციის სლოგანი იყო - "გამოექომაგე საქართველოს". მონაწილეებმა სოფელ დვანში გაბმულ მავთულხლართებთან მდუმარე აქცია მოაწყვეს, შემდეგ კი სოფლის სტადიონზე გადაინაცვლეს და სიმბოლური საფეხბურთო მატჩი გამართეს.

ამ აქციის ჩატარების იდეა სფფ-ის პრეზიდენტისა და ქომაგების ერთ-ერთი შეხვედრისას გაჩნდა.

დვანში თავად ზვიად სიჭინავაც იმყოფებოდა. მგზავრობის ხარჯები და აქციის მონაწილეების სხვადასხვა საჭირო ატრიბუტიკით აღჭურვა ფეხბურთის ფედერაციამ თავის თავზე აიღო.

ქომაგებმა კი გულშემატკივართა მობილიზება მოახდინეს. სასიამოვნოა, რომ მათი ძალისხმევით, დღევანდელ აქციაში რუსთაველი,
ქუთაისელი, ზუგდიდელი, გორელი და ლანჩხუთელი ქომაგებიც მონაწილეობდნენ.

საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ კი აქციის მონაწილეებმა დროშები, ბურთები და მაისურები ადგილობრივ მოსახლეობას საჩუქრად გადასცეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, 6 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩები სწორედ დიცისა და დვანის მოსახლეობის მხარდამჭერი სლოგანით გაიმართა.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყოველთვის მზადაა, გვერდში დაუდგეს ყველა შემოთავაზებას, რომლებიც ამ სოფლებისა და ჩვენი ქვეყნის გვერდში დგომას ეხება. ჩვენი პოზიცია საქართველოს მხარდაჭერაა" - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული