ფიფამ "კარპატის" "ზესტაფონის" სასარგებლოდ 295 ათასი ევროს გადახდა მოსთხოვა

AutoSharing Option
უკრაინული წყაროების მიხედვით, ფიფამ ლვოვის "კარპატი" დაავალდებულა, "ზესტაფონს" კომპენსაციის სახით 295 ათასი ევრო გადაუხადოს. ასეთი გადაწყვეტილება ფიფას სადავო საკითხთა პალატამ მიიღო.

ეს თანხა "ზესტაფონს" ბუბა (მურთაზ) დაუშვილის აღზრდისთვის ეკუთვნის, რომელიც "კარპატიში" გადაბარგდა.

უკრაინული წყაროები ამტკიცებენ, რომ ქართული მხარე კომპენსაციის სახით უფრო მეტს - 360 ათას ევროს ითხოვდა. დაუშვილმა 2011 წლის აგვისტოში გააფორმა "კარპატისთან" წინასწარი კონტრაქტი, რომელიც ძალაში 2012 წლის იანვარში შევიდა.

"ზესტაფონმა" მაშინვე მოითხოვა კომპენსაცია, როგორც ეს ეკუთვნის კლუბს, რომლიდანაც 23-წლამდელი ფეხბურთელი მიდის - წელიწადში 60 ათასი ევრო.

საბოლოოდ დაუშვილი
"კარპატის" განაცხადში 2012 წლის მარტში მოხვდა, როგორც "ლვოვიდან" გადასული ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში დაუშვილს ერთი მატჩიც არ გაუმართავს "კარპატიში", ხოლო ზაფხულში კლუბი გაკოტრებულად გამოცხადდა.

ასევე იხილეთ:
ბუბა დაუშვილი: ბინაზეც უარი ვთქვი და მანქანაზეც...
ბუბა დაუშვილი უკრაინულ წნეხში: ახლა კი ვნანობ...
ბუბა დაუშვილი: ილია კოკაია პრეზიდენტი კი არა, მონათმფლობელია!
ილია კოკაია: ლვოვის "კარპატიმ" ამ თაღლითურ სქემაზე პასუხი უნდა აგოს!
უკრაინელები "ზესტაფონს" ჩაგრავენ - ბუბა დაუშვილი "კარპატიში" იჯარით?!
მკითხველის კომენტარები / 2 /
უნამუსოდ მოიქცა ის დაუშვილი და იმიტომ არის ეხლა ვარსკვალავებს რომ წყვეტს
ketili
17:10 13-11-2013
0
არიიიიიიიიიის! ასე მოუხდება ღორ კარპატს! სიმართლემ მაიც იზეიმა!
ასეა ღმერთი მაღლიდან იყურება და სამართალს არავის დაუკარგავს!
კარპატმაც მიიღო რაც ეკუთვნოდა და დაუშვილიც ზღავს საკუთარი არასწორი საქციელისათვის იმით რომ ახლა უკვე კარპატი ექცევა მას ისევე უმადურად, როგორც თვითონ მოექცა ზესტაფონს!
ქომაგი
16:52 13-11-2013
0

სიახლეები პოპულარული