უკრაინაში დაბრუნების შემდეგ "დნიპროს" აკადემიის ხელმძღვანელმა ჟორდი გრატაკოსმა ინტერვიუ მისცა იქაურ მედიას და ქართული შთაბეჭდილებები გაუზიარა.
გაგაცნობთ ამ ინტერვიუდან საინტერესო ამონარიდებს.
- როგორ მოხვდით ქართულ ტურნირზე?
- მე ქართველი მეგობარი მყავს, რომელთანაც ერთად "ბარსელონაში" ვმუშაობდი. ახლა ის "საბურთალოს" სპორტული დირექტორია. სწორედ მისი იდეა იყო ეს ტურნირი და სიამოვნებით დავთანხმდით, ეს ხომ ფანტასტიკური გამოცდილებაა.
ტურნირზე ჩვენ განზრახ წავედით ასაკით უმცროსი ფეხბურთელებით. ეს ჩვენი აკადემიის განვითარების ტაქტიკაა: გამარჯვებული
საბოლოოდ მესამე ადგილი დავიკავეთ, რადგან "მაქაბისთან" მესამე ადგილისთვის მატჩი არ შედგა, მათ კი ჯგუფში ვაჯობეთ - 2:1.
- ქართულ პრესაში იწერებოდა, რომ ტურნირს ბევრი სკაუტი ესწრებოდა...
- დიახ, იყვნენ სკაუტები "ლივერპულიდან" და მილანის "ინტერიდან". უკვე გადაწყდა, რომ "საბურთალოს" ერთ-ერთი აღზრდილი "ლივერპულში" მიდის, მეორე კი - "ატლეტიკოში"! ორივე 1995 წელს არის დაბადებული.
საქმე იმაშია, რომ "საბურთალოს" პროფესიული გუნდი არ ჰყავს და ისინი მოხარულნი არიან ასეთი ტრანსფერებით, ჩვენ კი სხვა ამოცანა გვაქვს - "დნიპროს" პროფესიონალები უნდა აღვუზარდოთ.
- ალბათ, ქართველები მხოლოდ მატჩებს არ დაგაჯერებდნენ, იქნებოდა სხვა ღონისძიებებიც...
- მწვრთნელებმაც ვითამაშეთ. ჩვენს ტურნირს სპორტის მინისტრი დაესწრო, საინტერესო იყო. ბიჭებმა თბილისი დაათვალიერეს.
საქართველოში ძალიან თბილად დაგვხვდნენ. "დნიპრო" იქ უყვართ, რადგან აქ სამი ქართველი: ჯაბა კანკავა, სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე თამაშობს.
* * *
ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ "ლელო" უკვე წერდა "საბურთალოს" ბიჭებით "ლივერპულისა" და "ატლეტიკოს" დაინტერესებაზე. სავარაუდოდ, ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელზეც გრატაკოსი საუბრობს, მცველი ჯიმი ტაბიძეა. "ლელო" წერდა, რომ საუბარი იყო ნახევარმცველებზეც, გიორგი თევზაძესა და გიორგი ხარაიშვილზე. ასევე იხილეთ:
ესპანელი სელექციონერი: საქართველო საინტერესო და პერსპექტიული ბაზარია