თბილისის "ლოკომოტივმა" ესპანეთში მორიგი გამარჯვება "ერკულესთან" იზეიმა

AutoSharing Option
ესპანურ შეკრებაზე მყოფმა თბილისის "ლოკომოტივმა" 5 თებერვალს მეოთხე სპარინგ-მატჩი "ერკულეს B"-სთან ჩაატარა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ვასილ მაისურაძის გუნდი ფლობდა და მატჩიც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

თუმცა ანგარიში ესპანელებმა გახსნეს: მე-9 წუთზე თავი კიფუმ გამოიჩინა - 0:1. ამის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა ლუკა ზარანდია, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.

ჩვენებმა წონასწორობა მაინც აღადგინეს - დავით ჯიქიამ შეტევა ლუკა კიკაბიძეს გაუგრძელა, რომელმაც ზუსტად დაარტყა - 1:1.

32-ე წუთზე კი მეტოქის კარის ბადე გიორგი გოროზიამ საჯარიმო დარტყმით შეარხია - 2:1.

პირველ ტაიმში ორი მომენტით
ვერ ისარგებლა ჯიქიამ, თუმცა მეორე ნახევრის მიწურულს მანვე თავისი გაიტანა და "ლოკომოტივის" გამარჯვება დააფიქსირა - 3:1.

ლოკომოტივი: მიქავა, მთივლიშვილი, ჭანტურია, სანდოხაძე, უბილავა, აბურჯანია, გოროზია, დუმბაძე, კიკაბიძე, ზარანდია, ჯიქია. შეცვლაზე: საჯაია, ჩიტეიშვილი, არაბიძე, მზევაშვილი, გაბაძე, წივწივაძე, სულთანიშვილი.

"ლოკომოტივი" ბოლო ესპანურ სპარინგს 8 თებერვალს, ჩინურ კლუბ "ტედა ტიანჯინთან" გამართავს, მეორე დღეს კი სამშობლოში დაბრუნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
როცა შენი გუნდი "ბარსელონას" შენი გოლით მოუგებს - ინტერვიუ დავით ჯიქიასთან
"ბარსელონასთან" მოგების შემდეგ თბილისის "ლოკომოტივმა" ზედიზედ ორჯერ წააგო
თბილისის "ლოკომოტივმა" ესპანეთში "ბარსელონა" (U19) დაამარცხა [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
გენაცვალეთ ლომებო საქართველოს და ქართველი ერის იმედებო თქვენი ჭირიმე და ყველას გენაცვალეთ მწვრთნელებს პერსონალს და ხელმძღვანელობას წარმატებები ჯიგრებო ღმერთმა დაგლოცოთ მთელი ერი იმედით შეგყურებთ ამართლებთ და უნდა გაამართლოთ უფლება არაგაქვთ რადგან ჯიგარი ქართველები ხართ მიყვარხართ ძმებო.
Ermile
13:07 06-02-2014
0

სიახლეები პოპულარული