ჩინებულია, რომ პრემიერ-მინისტრი ფეხბურთის განვითარებით დაინტერესდა და საამისოდ სახელმწიფო კომისიის ჩამოყალიბებასაც აპირებს.
საფეხბურთო სამყაროს სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებს ერთი და იმავე კითხვით მივმართეთ - პირველ რიგში, ქართული ფეხბურთის რომელი პრობლემის მოგვარებას შესთავაზებდით პრემიერ-მინისტრს?
* * *
მამუკა კვარაცხელია, უეფას მედია-ოფიცერი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელი: "ირაკლი ღარიბაშვილს ამ თხოვნით მივმართავდი:
1. დაავალოს მთავრობას, შეიმუშავონ კანონი, რომელიც ბიზნესმენს დააინტერესებს, ფული ჩადოს სპორტში;
2. ბათუმსა და ზუგდიდში ააშენოს სტადიონები;
3. სასწრაფოდ კანონის
4. ყველა მიტაცებულ სპორტულ ობიექტს დაუბრუნდეს თავისი ფუნქცია, ხოლო სადაც უკვე გაშენებულია კორპუსი, რესტორანი, მანქანების სადგომი თუ ბაზრობა, მფლობელს დაევალოს იმავე ზომის იმავე სპორტული ობიექტის აღდგენა იმავე ქალაქში;
5. დაავალოს საქართველოს მთავრობასა და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს - ახალი საფეხბურთო სეზონიდან აღდგეს სოხუმის "ცხუმი", გალის "მზიური", ოჩამჩირის "ამირანი" (მნიშვნელობა არა აქვს - რომელ ლიგაში), რათა ყურში ყველას ესმოდეს ეს დავიწყებული სახელები;
6. ქართული ფეხბურთის გადარჩენისთვის საგანგებო ორდენებით დააჯილდოვონ კერძო კლუბების მეპატრონეები - რომან ფიფია, გურამ რუხაძე, ბესო ჩიხრაძე, ილია კოკაია, ფრიდონ ინჯია, ვახტანგ წერეთელი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, ლექსო თოფურია, დიმა სანაკოევი და თუ ფეხბურთში დარჩა - ლევან ფხაკაძეც.
ამით სხვა ბიზნესმენებსაც გაუჩნდებათ განცდა, რომ ფეხბურთში ფულის ჩადება არის არა ვიღაცის ახირება, არამედ სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე;
7. სტადიონებს, საფეხბურთო სკოლებსა და სხვა სპორტულ დაწესებულებებს დაუწესონ წყლის ადეკვატური გადასახადი;
8. სხვა გახმაურებულ საქმეებთან ერთად, დაიწყოს იმის გამოძიებაც, თუ რა მოხდა 2007 წლის 13 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე და მის შემდეგ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბიძინა ბარათაშვილი: მთავარი ისაა, აპირებენ ფეხბურთში ფულის ჩადებას?
ტარიელ ხეჩიკაშვილი: თუ ეს პროექტი განხორციელდა, ქართული ფეხბურთი ამ წუმპეს თავს დააღწევს
ილია კოკაია: ღარიბაშვილს ფეხბურთი აინტერესებს და ეს ძალიან მაიმედებს