იხილეთ: თემურ ქეცბაია: საბერძნეთის ნაკრების გაწვრთნით დაინტერესებული ვარ
სიახლე კი ის არის, რომ ბერძნული მედია დღეს წერს, რომ კლაუდიო რანიერის შემცვლელობაზე თემურ ქეცბაია უკვე ფავორიტია.
ბერძნულ ტოტალიზატორებში უკვე იღებენ ფსონებს ახალი მწვრთნელის ვინაობაზე. მათი წარმომადგენელთა განცხადებით, ქართველი სპეციალისტი აშკარა ფავორიტია.
თემურის მწვრთნელობაზე ბუკმეკერები 3/1-ზე იღებენ ფსონებს. მისი უახლოესი მდევარი ტაკის ლემონისია
რატომ არ წერდა იმაზე, რომ ჩვენი თითქმის ყველა მეტოქე, გიბრალტარის გარდა ყველა რგოლში ჩვენზე ძლიერი იყო, ყველა პოზიციაზე უფრო ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ ვიდრე ჩვენ. თამაშის მიმდინარეობისას უფრო ძლიერად თამაშობენ ვიდრე ჩვენ. მცველი პოზიციას უფრო კარგად ირჩევს ვიდრე ჩვენი მცველი. ნახევარმცველი ბურთს კარგად იჭერს ვიდრე ჩვენი ნახევარმცველი, თავდამსხმელი უფრო ზუსტად ურტყამს ვიდრე ჩვენი თავდამსხმელი. საერთოდ ჩვენი მოწინააღმდეგე უფრო კარგად დარბის როგორც ბურთიანად ისე უბურთოდ ვიდრე ჩვენი ფეხბურთელები, უფრო სწრაფები არიან ვიდრე ჩვენ. მოწინააღმდეგეები საშუალო და გრძელ პასებს აკეთებენ და ასევე ღებულობენ უპრობლემოდ, მაშინ როცა ჩვენებს ასეთი პასების არც კეთება შეუძლიათ, არც მიღება. ელემენტარული პასის მიღებაც კი უჭირთ. ამდენ რაღაცას "ვითომ ჟურნალისტი", მითუმეტეს სპორტულ ჟურნალისტობაზე რომ აქვს პრეტენზია, რომ ვერ ხედავს ამ ზემოთჩამოთვლილს და ყველაფერი მხოლოდ მწვრთნელის ბრალი რომ ჰგონია ამიტომ გვაქვს ჩვენც პრეტენზია ამ "ვაი ჟურნალისტ" "ამხანაგ" კაკაურიძის მიმართ და ქეცბაიასაც ამ ყველაფერზე ეშლებოდა ნერვები. ეს "ვაი ჟურნალისტები" თამაშს კი არ არჩევდნენ წესიერად, ვინ რა შეცდომა დაუშვა და ვინ როგორ ითამაშა, არამედ მიადგებოდნენ ქეცბას და პირდაპირ ბრალს სდებდნენ. წარმოგიდგენიათ? რა, ქეცბაია ეუბნება წესიერი პასი არ გააკეთოო.. პასი არ მიიღოო... ისე ირბინე, რომ ხუთ მეტრში დაგეწიონოო... კარში ზუსტად არ დაარტყათოო... მოკლედ ეს კაცი ყოველთვის ამბობდა სამწუხაროდ არ მყავს ისეთი შემადგენლობა რომ ის ფეხბურთი ვათამაშო რაც ქართველ გულშემატკივარს მოსწონს და თან შედეგიც დავდოო.
დაფიქრდით ყველა სანამ ქეცბაიაზე ცუდს დაწერთ ან ფიქრობთ. მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ქეცბაია უნდა წასულიყო ბევრად ადრე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს ნაკრებს არ სჭირდებოდა ძვირადღირებული მწვრთნელი, ზაპოროჟეცზე, ან ნივაზე არ არის აუცილებელი ალონსოს, ჰემილტონის ან ფეტელის დასმა, რადგან ვერც ზაპოროჟეცი და ვერც ნივა ვერ გაასწრებს ვერც მერსედესს, ვერც რედბულს და ვერც ფერარის.