"ფედერაციასთან უნდა მივიდეთ და ვისზეც საჭიროა, ჯოხი იმაზე გადავტეხოთ" [VIDEO]

AutoSharing Option
22 ნოემბერს "იმედის ფსონის" წამყვანმა და სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ გადაცემაში ამჟამინდელი ფეხბურთის ფედერაციის შესახებ საკმაოდ მწვავედ ისაუბრა.

კრიტიკის ადრესატი, ძირითადად, ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა იყო, რომელმაც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურა წამოაყენა.

"ნამდვილად არ მეგონა, ზვიად სიჭინავა თუ ფედერაციის პრეზიდენტობაზე კანდიდატურას წამოაყენებდა. თავიდან მისი ეს განცხადება ხუმრობა მეგონა. პიროვნულად მას არაფერს ვერჩი, თუმცა უნდა ითქვას, რომ ის ცუდი პრეზიდენტია და ამაში სამწუხარო არაფერია" - აცხადებს სალუქვაძე.

ჟურნალისტმა ასევე უკმაყოფილება გამოხატა ვეტერანი ფეხბურთელების მიმართ და მათ მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, ვეტერანი ფეხბურთელები ამ ყველაფერზე იგნორირებას აკეთებენ და ღიად არ საუბრობენ.

სალუქვაძემ ქართული კლუბების და გულშემატკივრის მისამართითაც გააკეთა განცხადება.

"იმედის ფსონის" წამყვანი აცხადებს, რომ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ყველა, ვისაც ფეხბურთი უყვარს, ფედერაციასთან უნდა მივიდეს და საკუთარი უკმაყოფილება გამოხატოს.

"სად არიან ვეტერანი ფეხბურთელები: ჩივაძე, ხურცილავა, გაბელია...? ის "ოქროს თაობა", ვისაც ხალხი ეთაყვანება და უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩუმად არიან და არაფერს ამბობენ.

დავიჯერო, ეშინიათ, რომ მათსავე გამარჯვებების აღსანიშნავ ბანკეტებზე არ დაპატიჟებენ?

რატომ არ იღებს ხმას კლუბების ხელმძღვანელობა? იმ 200 000 ლარით დაკმაყოფილდნენ მომავალი ფედერაციის ხარჯზე, რომ დაურიგეს? ეს არის მათი ქართული ფეხბურთის სიყვარული?

ის 30 000 კაცი, ვინც ნაკრების თამაშებზე სტადიონზე დავდივართ და ნაკრების წაგებებს ვუყურებთ, ფეხბურთის ფედერაციასთან უნდა მივიდეთ და ვისზეც საჭიროა, ჯოხი იმაზე გადავტეხოთ", - განაცხადა ლევან სალუქვაძემ.

აქვე გთავაზობთ აღნიშნულ გადაცემაში გაკეთებული კომენტარის ვიდეოვერსიას.



მოამზადა კახა თორიამ
მკითხველის კომენტარები / 21 /
Movatskot aqtsia isev gulshematkivrebma, romelsats jer kidev imedi gvaq chveni qartuli genis. "sijinava dagvtove".
Gala
24 ნოემბერი 2014 14:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული