"ფედერაციასთან უნდა მივიდეთ და ვისზეც საჭიროა, ჯოხი იმაზე გადავტეხოთ" [VIDEO]

AutoSharing Option
22 ნოემბერს "იმედის ფსონის" წამყვანმა და სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ გადაცემაში ამჟამინდელი ფეხბურთის ფედერაციის შესახებ საკმაოდ მწვავედ ისაუბრა.

კრიტიკის ადრესატი, ძირითადად, ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა იყო, რომელმაც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურა წამოაყენა.

"ნამდვილად არ მეგონა, ზვიად სიჭინავა თუ ფედერაციის პრეზიდენტობაზე კანდიდატურას წამოაყენებდა. თავიდან მისი ეს განცხადება ხუმრობა მეგონა. პიროვნულად მას არაფერს ვერჩი, თუმცა უნდა ითქვას, რომ ის ცუდი პრეზიდენტია და ამაში სამწუხარო არაფერია" - აცხადებს სალუქვაძე.

ჟურნალისტმა ასევე უკმაყოფილება გამოხატა ვეტერანი ფეხბურთელების მიმართ და მათ მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, ვეტერანი ფეხბურთელები ამ ყველაფერზე იგნორირებას აკეთებენ და ღიად არ საუბრობენ.

სალუქვაძემ ქართული კლუბების და გულშემატკივრის მისამართითაც გააკეთა განცხადება.

"იმედის ფსონის" წამყვანი აცხადებს, რომ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ყველა, ვისაც ფეხბურთი უყვარს, ფედერაციასთან უნდა მივიდეს და საკუთარი უკმაყოფილება გამოხატოს.

"სად არიან ვეტერანი ფეხბურთელები: ჩივაძე, ხურცილავა, გაბელია...? ის "ოქროს თაობა", ვისაც ხალხი ეთაყვანება და უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩუმად არიან და არაფერს ამბობენ.

დავიჯერო, ეშინიათ, რომ მათსავე გამარჯვებების აღსანიშნავ ბანკეტებზე არ დაპატიჟებენ?

რატომ არ იღებს ხმას კლუბების ხელმძღვანელობა? იმ 200 000 ლარით დაკმაყოფილდნენ მომავალი ფედერაციის ხარჯზე, რომ დაურიგეს? ეს არის მათი ქართული ფეხბურთის სიყვარული?

ის 30 000 კაცი, ვინც ნაკრების თამაშებზე სტადიონზე დავდივართ და ნაკრების წაგებებს ვუყურებთ, ფეხბურთის ფედერაციასთან უნდა მივიდეთ და ვისზეც საჭიროა, ჯოხი იმაზე გადავტეხოთ", - განაცხადა ლევან სალუქვაძემ.

აქვე გთავაზობთ აღნიშნულ გადაცემაში გაკეთებული კომენტარის ვიდეოვერსიას.



მოამზადა კახა თორიამ
მკითხველის კომენტარები / 21 /
vetanxmebi levans pederaciaa gasacmendi scored mag pulis monebisagan kacobis da patriotizmis rom ar herheniat araperi
Temuri
24 ნოემბერი 2014 16:21
0
სალუქვაძის გარდა კაცი აღარ არის საქართველოში???ხმა ამოიღეთ ვეტერანებო,რამ შეგაშინათ,რამ დაგამუნჯათ? აღარც თქვენი დამსახურება მინდა და აღაც თქვენი ავტორიტეტი!ლევან ყოჩაღ!!!
ლევანი
24 ნოემბერი 2014 16:14
0
ყველანი შეურაცყოფილები ვართ. ორგანიზატორი უნდა, გაუკეთდეს ორგანიზება და დავქუხოთ ისე რომ შეზანზარდეს ფედერაცია. ვაიძულოთ დავანიშნინოთ არჩევნები იანვარში
Dato
24 ნოემბერი 2014 16:12
0
თუნდაც იმიტომ აღარ უნდა იყაროს სიჭინავამ პრეზიდენტობაზე კენჭი,რომ ვერ შეძლო და ვერ დაალაგა მსაჯობის საკითხი, სამსაჯო კორპუსში განუკითხავი მდგომარეობაა იქ გამეფებულია განწყობა-მე ვარ და ჩემი ნაბადიო.რასაც უნდა იმას აკეთებენ და მათი განმკითხავი კაცი არ არის. შეგვეშვი რაა.გივი გაგნიძე
Goreli
24 ნოემბერი 2014 16:10
0
arveladze ar gamogvrches kvelaze meti sashishroeba magisganaa .lasha 100% martalia.davtkvat sachiro dros zusti tarigi. tu xalxi mova kvelaperi kargad ikneba tu ar mova fexburtze xma agar omigos.
Kaxa
24 ნოემბერი 2014 15:52
0
ლევან სალუქვაძე თავის თავით კმაყოფილია ნეტა? თვითონ მაგარია თავის საქმეში ?????????? ნორმალური არჩევნები ჩატარდეს და კანდიდატურა წამოაყენოს ყველამ, მათ შორის თუ უნდა ლევან სალუქვაძემაც, და გაიმარჯვოს იმან ვისაც აირჩევენ. ყველაფერი ფულია და არა პრეზიდენტი, დაფინანსებაა საჭირო , და პროფესიონალი მწვრთნელები
ლაშა
24 ნოემბერი 2014 15:18
0
აქციიები ფედერაციასთან.
ირაკლი
24 ნოემბერი 2014 14:53
0
Me rogorc rigiti gulshematkivari qartuli fexburtis. vtvli rom. sichinava unda gadadges tavis gundtan ertad.tu arada unda gadavayenot.SASWRAPOD
irakli
24 ნოემბერი 2014 14:48
0
ვეთანხმები ყველაფერში!
irakli
24 ნოემბერი 2014 14:44
0
კარგით რა სირცხვილია, ხო გაერთო სიHინავა ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე, მოცილდეს სასცრაფოდ, ცირკის დირექტორი.
dato
24 ნოემბერი 2014 14:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული