გზა ფეხბურთიდან ეკლესიამდე - რატომ წავიდა ექსდინამოელი ფეხბურთიდან?

AutoSharing Option
ფოტოზე: დავით გიგაური მარცხნივ

იყო დრო, თბილისის "დინამოში" დავით გიგაური თამაშობდა - ნიჭიერი ცენტრალური მცველი, ახალგაზრდული ნაკრების წევრი, რომელიც ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი თბილისის "დინამოსა" და რუსთავის "ოლიმპის" რიგებში. სამჯერ (თბილისის "დინამოს", "ლოკომოტივისა" და "გაგრის" შემადგენლობაში) საქართველოს თასის მოგებითაც გაიხარა, ერთხელ სუპერთასსაც დაეუფლა, ერთხელაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშა...

მაგრამ სამი წელია, გიგაური ფეხბურთს შეეშვა და აღმოვაჩინეთ, რომ 28 წლის ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა კაცი ეკლესიაში სტიქაროსნად მსახურობს.

რატომ უგანა ფეხბურთს? რატომ გადადგა ეს ნაბიჯი? ამაზე გიგაური გულახდილად ლაპარაკობს.

ვფიქრობთ, ინტერვიუ დაგაინტერესებთ...

- ერთი ხანობა, ეროვნულ ნაკრებშიც იყავი მიწვეული.

- დიახ, ასეთიც იყო. ნაკრებში ერთხელ კლაუს ტოპმიოლერმა მიმიწვია, ექტორ კუპერმა ორჯერ მიხმო, ალბანეთთან გასვლით საკონტროლო შეხვედრა კი მათამაშა კიდეც...

- მერე? რატომღა უგანე ფეხბურთს?
- 2011 წელს "გაგრაში" ვიყავი. თასიც მოვიპოვეთ და მერე წელი ამტკივდა. ცხოვრებაშიც პრობლემები შემემქნა, პლუს, წელის ტრავმის მოსარჩენად ფული იყო საჭირო, ფინანსური პრობლემები კი კარგი და დროული მკურნალობის საშუალებას არ მაძლევდა და შევეშვი. მაგრამ მთავარი, რის გამოც ეს ნაბიჯი გაავდგი, რომ არ დაგიმალოთ, მაინც სხვა მომენტი იყო - დავფიქრდი, რას ვწვალობდი, როდესაც საქართველოში ფეხბურთს პერსპექტივა არ აქვს.

ქეცბაიას იმაში კი ვეთანხმები, რომ ჩვენს პირობებში მალე ფეხბურთელებს მეორე პროფესიის არჩევა მოუწევთ. უცებ თავში დატრიალდა ყველაფერი. ოჯახი მყავდა და არაფერი გამოდიოდა, სულ წვალება და პრობლემები იყო. თვიდან თვემდე მიღწევა მიჭირდა. მე კიდევ რა მეთქმის, "გაგრაში" ბესო ჩიხრაძე ფეხბურთელებს შვილებივით გვივლიდა. მაგრამ მარტო კაცი კლუბს ვერ მოერევა, დახმარება სჭირდება - ფეხბურთი ხომ საქართველოში სულ ხარჯია, მოგება - ნულის ტოლი და ძნელია ისეთი კლუბის ჩამოყალიბება, სადაც მოთამაშეები ურზუნველყოფილები იქნებიან. ამბობენ, ფეხბურთელები თავს არ იკალვდნენო. თავს არ ვზოგავდი და ვარჯიშიც არ მეზარებოდა. მაგრამ ეს პრობლემები არ თავდება, ძნელია მომავალზე იფიქრო. არასტაბილური გარემო ძნელია ასატანი იყო. თანაც, "დინამოდან" წამოსვლის შემდეგ მეც გული ამიცრუვდა.

ღმერთმა დამიფაროს, ვინმე განვიკითხო. მაგრამ წასასვლელი მქონდა და არ გამიშვეს. ლატვიის ჩემპიონი "ვენტსპილსი" მიწვევდა, რომელსაც მაშინ ევროპაში სატრამპლინედ საკმაოდ კარგი პირობებიც ჰქონდა და ნორმალური გუნდი იყო.

რუსეთის პრემიერლიგის გუნდიდან ჩამოსული კონკურენტი მყავდა, რომელიც ჩემს გამო გაუშვეს.

მანამდე კი მოსკოვში "თანამეგობრობის თასზე" ვითამაშე კახა ცხადაძის დროინდელ "დინამოში" და ნორვეგიული "ვალერენგა" მიწვევდა. იმ პერიოდში "ლოკომოტივში" ვთამაშობდი და ცხადაძემ იჯარის შემდეგ გუნდში დამაბრუნა. მაშინ მხოლოდ მელქაძე წავიდა. მაგრამ რაღაც ვერ გამოვიდა, ცალკე "დინამომ" არ გამიშვა... ეეჰ, საწყენი იყო.

- პირადად შენი ბრალი არაფერი იყო?
- ეგეც არის, მუღამი დავკარგე. თავიდან ვარჯიშის შემდეგ სახლში რომ მივდიოდი, მეორედ დამოუკიდებლად ვვარჯიშობდი. მერე ახალგაზრდულში ვითამაშე, "დინამოში", ნაკრებშიც დაინტერესდნენ. მაგრამ უამრავი პრობლემა დამიგროვდა და უპერსპეტქივობაში წვალება მომბეზრდა და უაზრობად ჩავთვალე. მანამდე თუ ვარჯიშის შემდეგ დამოუკიდებლადაც ვვარჯიშობდი, მერე საღამოს სირბილს შევევშვი და ეს დამეტყო. უშრომელად კი არაფერი მოდის და მგონი, ესაა ყველაზე მთავარი.

- ამ მეორე ვარჯიშს ბევრი ფეხბურთელი აგდებს?
- კი, ბევრი, არადა, ეს აუცილებელია. დილით 2-3 კილომეტრს რომ ირბენ და საღამოსაც დაიტვირთები, ორგანიზმი სხვაგვარად გამოცოცხლდება, ამას კი თამაშის დროს გრძნობ. პირადად მე მაგრად მშველოდა, ხალისიანადაც ვიყავი და უკეთაც ვთამაშობდი.

- შენს ძმაზე, მერაბ გიგაურზე რას იტყვი?
- მამა რომ გარდაგვეცვალა, ფსიქოლოგიურად გაუჭირდა, ვარჯიშს გულს ვერ უდებდა. ახლა მდგომარეობიდან ნელ-ნელა გამოვიდა და ფორმის აღდგენას ცხინვალის "სპარტაკში" ცდილობს. ისე, მიხარია, რომ ორივე ძმამ ეროვნულ ნკრებში ვითამაშეთ. ჩემი ფეხბურთი დამთავრდა, მაგრამ იმედია, ის მაინც მოახერხებს მაღალ დონეზე თამაშს. ახლა სტადიონზე რომ მივდივარ, მაკანკალებს.

სამწუხაროდ, ადამიანი საკუთარ შანსს რომ ვერ გამოიყენებ, მერე ნანობ, მაგრამ გვიანია.

- ახლაც არაა გვიანი, ჯერ 28 წლის ხარ...
- კი მაგრამ მეტროში ვმუშაობ და ვაკეში, წმინდა ანდრიაპირველწოდებულის ეკლესიაში სტიხარი შემმოსეს. ეკლესიური ცხოვრება მიყვარს და ასეც მირჩევნია. აქ კი სიკეთე და ის კეთილშობილებაა.

ქართული ფეხბურთი სიბინძურეა და ამასაც გავექეცი. მე განკითხვა კი არ მსურს, მაგრამ ზედმეტებია.

ფეხბურთელი რომ თვეობით ხელფასებს ვერ აიღებს, ის მერე ხომ ცდუნდება და ათასში ერთს ხელი წაცდება. ასეთი მოთამაშე ვითარების მსხვერპლია და არა დამნაშავე. ფეხბურთელს ფინანსურ პრობლემებს ევროპელები აგვარებენ და იქაც კი, ხელი მაინც ბევრს წაუცდება.

აქ კი უფულობაში უარესი არ მოხდება? არც სამედიცინო მომსახურებაა, არც დაზღვევა, კვება და ბევრი სხვა რამ, რის გარეშეც დიდი ფეხბურთი წარმოუდგენელია. არადა, გული იმაზე მიკვდება, რომ უნიჭიერესი ბავშვები გვყავს და გასაქანს ვერ პოულობენ.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 17 /
რა შუაშია აქ სოფლელი და ქალაქელი ზოგადად ქართულ ფეხბურთია საშინელ დღეში ქალაქშიც და სოფელშიც. საიდან ესეთი პროვინციულობა? ყიფიანიც ქალაქელი იყო და მესხიც. რომელი ქართველი ფეხბურთელი იცი ამათზე უკეთესი ? აი არველაძეებზე 100 % გეთანხმები.
vato
04:50 01-12-2014
0
ერთი ენის მოსაფხანი დაიჭიროს სასტავმა და მიუშვით.. ქართული ფეხბურთი არასდროს აღსდგება იმიტომ რომ საქართველოში ფული არ ტრიალებს ... ამ ბიჭს კიდე ცილს რომ წამებთ ეკლესიაში ფულის საშოვნელად წავიდაო ენა არ უნდა გიტრიალდებოდეთ პირში ... უფალი ყველაფერს ხედავს და განსჯის თქვენ ჩასვრილ საქმეებს მიხედეთ
beqa
12:38 07-12-2014
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული