ახლაც ასეა. ქორიძის აზრით, საქართველოს ეროვნული ნაკრების უმთავრესი პრობლემა არაკვალიფიციური კადრებია:
"ქართულ ფეხბურთში ყოველთვის გვყავდნენ გამორჩეული ფეხბურთელები - ასე იყო ბორის პაიჭაძის დროს, ომისშემდგომ წლებში, მესხის, მეტრეველის, ხურცილავას და სიჭინავების პერიოდში... ყველას მოეხსენება, ჩემს თაობაშიც რა ვარსკვლავები იყვნენ - ყიფიანი, ჩივაძე, გუცაევი, დარასელია, შენგელია, სულაქველიძე...
ახლა კი მაღალი კლასის მოთამაშეთა სერიოზული დეფიციტია. ევროპული დონის ქართველების ჩამოსათვლელად, შესაძლოა, ერთი ხელის ხუთი თითიც საკმ
ამიტომაც არის ჩვენი ფეხბურთი ასეთ დონეზე და ვინც უნდა დაინიშნოს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად, მასზე ბევრი რამ არც იქნება დამოკიდებული", - ამბობს ვახტანგ ქორიძე.
ვეტერანი ფეხბურთელი საკადრო დეფიციტის მიზეზებზე საკუთარ შეხედულებას გვიზიარებს:
"ზოგი ისე იოლად და ბრიყვულად ამბობს, ფეხბურთელები აღარ იზრდებიანო, თითქოს, ეს შემთხვევით ხდება. ახსნა ყველაფერს მოეძებნება: იმიტომ ვეღარ იზრდებიან, რომ მარტივი ტიპის მოედნები მოსპეს, ეზოებში მათი ადგილი ავტოსადგომებმა დაიკავა, ბევრი სკოლის ეზო გაყიდეს და მოედნების ადგილზე სახლები წამოჭიმეს; უამრავი სტადიონი და საფეხბურთო სკოლა კი გაუქმებულია.
ბათუმში სტადიონი აღარ არის და რა ფეხბურთზე უნდა ილაპარაკო? ასევეა ზუგდიდში. ბევრგან სტადიონი კი არის, მაგრამ ომის შედეგად განადგურებულ ობიექტს უფრო ჰგავს.
ბოლო წლებში "დინამოს" აკადემიისა და "საბურთალოს" ამოქმედებამ გაგვახარა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. მით უფრო, რომ ტრადიციული საფეხბურთო ცენტრების ნაწილიც აღარ არსებობს - "ნორჩი დინამო" სხვაგან გადავიდა, მაგრამ "შრომითი რეზერვები" და "სიხარული" ადრეც არსებობდა, მუშტაიდი კი ფეხბურთისთვის დაიკეტა.
ფეხბურთს აღარ ეკუთვნის "ლოკომოტივის" ბაზა, ძველი 35-ე სკოლა, "სინათლე", "შევარდენი", ავლაბრის, სტუდქალაქის, ოქროყანისა და ვარკეთილის მეურნეობის სტადიონები. ახლა მათ ბედს "ოლიმპიც" გაიზიარებს.
მერე ვიღაც რეგვენი გამოვა და გახარებული სახით იტყვის - ფეხბურთი მოკვდაო. მოთამაშე სახლში ვერ გაიზრდება, მოედნებია საჭირო და ყველგან რომ აიღეს, როგორ გაიზრდება"?
ყოფილი დინამოელი ფიქრობს, რომ ფეხბურთი ყველაზე მეტად გაჭირვებამ აზარალა:
"სამწუხაროდ, დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს და ინტერესიც შესაფერისია. ახლახან, უმაღლესი ლიგის მატჩზე ვიყავი, რომელსაც 200 კაცი ესწრებოდა.
გული მეტკინა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ჩვენთან ფეხბურთი ასე თუ გაუფასურდებოდა. ეს გაჭირვებულმა ცხოვრებამ გამოიწვია. ახალგაზრდებს ტვინის ჭყლეტა უწევთ იმაზე, თუ სად იშოვონ სწავლის გადასახადი, ხალხს კი პურის ფული არ აქვს. ასეთ დროს სტადიონზე მისვლისა და შვილის ფასიან ჯგუფში შეყვანის ხალისი ვის გაუჩნდება"?
ვეტერან ფეხბურთელს გამოსავალი ასე წარმოუდგენია:
"ფეხბურთს, ძირითადად, გაჭირვებული ოჯახების შვილები თამაშობენ. ჩვენი თაობის ფეხბურთელებიც ასე არ ვიყავით?!
ყველაფერი კი მარტივადაა: საფეხბურთო სკოლები უფასო უნდა გახდეს. რამდენიმე ქალაქში ასეც გააკეთეს, მაგრამ ეს ყველა საკვანძო ქალაქში უნდა შევძლოთ. ჩვენს რესურსს სხვაგვარად ვერ გამოვიყენებთ.
ახლა კი ძლიერი საფეხბურთო სკოლები მხოლოდ თბილისშია. მიუხედავად იმისა, რომ "დინამოს" აკადემია და "საბურთალო" კარგად მუშაობენ და ასაკობრივ ნაკრებებსაც ამარაგებენ, ქართულ ფეხბურთს მხოლოდ დედაქალაქი ვერ ასაზრდოებს.
მეორე საკითხი კლუბების ფინანსურად მოღონიერებაა. ბავშვები 500 ევროზე უცხოეთში მიდიან, ვერ იზრდებიან და იკარგებიან. მთელ მსოფლიოში 1500 ქართველი ყოფილა წასული და 10 მათგანის გვარიც არ გვეცოდინება.
დღევანდელი ტენდენცია თუ არ შეიცვალა, მერე იტყვიან, რაგბიზე გადავერთოთო და დაავიწყდებათ, რა მნიშვნელობა აქვს ფეხბურთს და რა სიხარულის მოტანა შეუძლია. რაც უნდა თქვან, ფეხბურთი მაინც პირველი სახეობააა და მნიშვნელობით სხვა ვერ შეედრება.
ფეხბურთი ძვირად ღირებული სპორტია და მისი შენახვა ამიტომ არ სურდათ. მაგრამ თუ მისთვის არაფერს დაინანებ, წარმატება აუცილებლად მოვა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მშვენივრად შეიძლება ორივე სპორტს უგულშემატკივრო ერთდროულად უბრალოდ უსამართლოდ ჩაგრავენ რაგბს.
არაფერი არ დააშავა რაგბმა იმით, რომ სწორი პოლიტიკა გაატარეს რაგბის კავშირში და ფეხბურთისგან განსხვავებით ფულზე არ დახურდავდნენ, რამდენი ნიჭიერი ფეხბურთელი დაღუპეს იმის გამო, რომ მამამისი ფულს ვერ უჯიბავდა მწვრთნელს ეს კითხვა დასვით ჯერ და მერე ის გაიხსენეთ რა ხდებოდა ქინქლაძის კალაძი და სხვა ცნობილი ტრანსფერების თაობაზე ვისაც არ დაეზარა ფულის კეთება რო მოინდომა. ის დაწერეთ რატო არ უნდათ ქართველი ფეხბურთელი არავის, რატო გვაკლია პროფესიონალიზმი და რა ემართება იმ ბიჭებს ერთ და ორ წელიწადში 17 წლის ესპანეთს, რომ უგებს და 21 წლის 7:0 რო აგებს.