გიორგი პაპუნაშვილი: "ჩიხურასთან" ის ფეხბურთი ვაჩვენეთ, რაც "დინამოს" შეშვენის

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა საჩხერის "ჩიხურასთან" (1:0) საქართველოს სუპერთასის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ძალიან რთული და დაძაბული შეხვედრა იყო. რადგან "ჩიხურასთან" ჩემპიონატის ბოლო ტურში წავაგეთ, რევანშის აღება გვსურდა.

მიმაჩნია, რომ ამ მატჩში ის ფეხბურთი ვაჩვენეთ, რაც "დინამოს" შეშვენის. შევეცდებით, მომავალში კიდევ უფრო უკეთ გავაგრძელოთ, ჩემპიონობაც მოვიპოვოთ და თასიც", - თქვა პაპუნაშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დინამო (თბ)-ჩიხურა 1:0 - ჩისკო გოლით და სუპერთასით წავიდა [VIDEO+PHOTO]
ჩისკოს ცრემლები - ესპანელი საქართველოდან ვალმოხდილი მიდის [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროდ ვერ დაგეთანხმები, ჯერ კიდევ ძალიან შორსაა დინამოს შესაფერის დონემდე.
zura1504
13:20 12-12-2014
0

სიახლეები პოპულარული