პრობლემა: საქართველოს ქალაქები, სადაც ფეხბურთი მკვდარია!

AutoSharing Option
იყო დრო, მაყურებელთა დასწრებით, თბილისის "დინამო" მსოფლიოს მოწინავე კლუბებს შორის იყო, საქართველო კი საფეხბურთო ქვეყნად ითვლებოდა და თითქმის ყველა ქალაქში, სოფელსა და დაბაში იყო სტადიონი და გუნდი - მოყვარულთა დონის მაინც...

მაგრამ ისტორიის კუთვნილება გახდა დრო, როცა საქართველო 160 გუნდს ითვლიდა. სამწუხაროა, რომ რამდენიმე საფეხბურთო სკოლასა და სტადიონებთან ერთად, გაქრნენ "მრეტები", "შევარდენი", "თბილისი", "მერანი 91"...

ვნახოთ, საქართველოს რამდენ ქალაქშია საფეხბურთო კლუბი. საინტერესოა, რომ დიდი შემოსავლების მქონე რამდენიმე ქალაქში კლუბს არ აფინანსებენ და ერთ-ერთი ასეთი ქალაქი, რაც უნდა გაგიკვირდეთ, თბილისია. მოსახლეობის
რაოდენობით მე-4 ადგილზე მყოფ რუსთავშიც კი ფეხბურთის გუნდზე ხელები დაიბანეს და ამაზე მხოლოდ მაშინ დაფიქრდნენ, როცა "მეტალურგიდან" კერძო ინვესტორი წავიდა.

ასევე მოხდა ქუთაისშიც.

ბოლო პერიოდში, "ზესტაფონმა" კომუნალური გადასახადების გასტუმრებაზე დაითანხმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, მაგრამ წლეულს შეპირებული 300 ათასი ლარიდან, როგორც კლუბში გვითხრეს, რეალურად მხოლოდ 100 ათასი გაიმეტეს.

სულ საქართველოს უმაღლეს, პირველ და მეორე ლიგებში 81 გუნდია. შესაბამისად - 16, 20 (10+10) და 45 (15+15+15), რაც ბოლო ათწლეულში, სხვათა შორის, სარეკორდო მაჩვენებელია. ეს რეგიონულ ლიგაში ცენტრალური ზონის დამატების შედეგია.

უმაღლეს ლიგაში წარმოდგენილნი არიან თბილისი (2 გუნდი), გორი, სამტრედია, ცხინვალი (ეს უფრო პირობითად, რეალურად კი "სპარტაკიც" თბილისის გუნდია), ბათუმი, რუსთავი, საჩხერე, მარტვილი, ზესტაფონი, ლანჩხუთი, ქობულეთი, ფოთი, ქუთაისი, ბოლნისი და ზუგდიდი.

პირველ ლიგაში გუნდები ჰყავთ თბილისს (6), იმერეთს (5 - ტყიბული, თერჯოლა, ხარაგაული, ჭიათურა, წყალტუბო), აჭარას (3 - ბათუმი, ქედა, ხელვაჩაური), სამეგრელოს (3 - ხობი, წალენჯიხა, ზუგდიდი), აგრეთვე, გაგრას (ასევე პირობითად), მარნეულს, ოზურგეთსა და ბორჯომს.

რეგიონალლიგაში გუნდები წარმოადგენენ თბილისს (11), იმერეთს (8 - ქუთაისი, ხონი, ვანი, ბაღდათი, თერჯოლა, ზესტაფონი, წყალტუბო, ჭიათურა), აფხაზეთს (6 - სოხუმი, გაგრა, გალი, გულრიფში, ოჩამჩირე, არის ზოგადად აფხაზეთის წარმომადგენელი), კახეთს (6 - გურჯაანი, ჭაბუკიანი, თელავი, საგარეჯო, ახმეტა, ყვარელი), სამეგრელოს (4 - ჩხოროწყუ, ხობი, სენაკი, ზუგდიდი), აჭარას (3 - ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა), გურიას (2 - ჩოხატაური, ოზურგეთი), შიდა ქართლს (3 - ხაშური, ცხინვალი, აჩაბეთი), ქვემო ქართლს (4 - რუსთავი, გარდაბანი, თელეთი, სართიჭალა), თითო - რაჭას (ამბროლაური), სამცხე-ჯავახეთს (ახალქალაქი) და მცხეთა-თიანეთს (დუშეთი).

საინტერესოა, რომ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ქალაქებიდან კლუბები არ ჰყავთ კასპში, ქარელში (შიდა ქართლი), თეთრიწყაროში, დმანისში, წალკაში (ქვემო ქართლი), დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, წნორში, სიღნაღში (კახეთი), მცხეთაში (მცხეთა-მთიანეთი), ახალციხეში, ნინოწმინდაში, ვალეში (სამცხე-ჯავახეთში), ჯვარში (სამეგრელო), ონში, ცაგერში (რაჭა-ლეჩხუმში), მესტიასა და ლენტეხში (სვანეთი).

ანუ 19 ქალაქსა და დაბაში გუნდი არ არსებობს და იქ ბავშვები უფეხბურთოდ არიან. და ეს იმ დროს, როცა დევნილებმა მოინდომეს და თბილისში დააფუძნეს ცხინვალის, აჩაბეთის, სოხუმის, გაგრის, ოჩამჩირეს, გალის, გულრიფშის სახელის მატარებელი კლუბები.

ფეხბურთის განვითარება მის მასობრიობაზეა დამოკიდებული. როცა ყველა ქალაქი და დაბა ათვისებული არ არის, ცხადია, ასე წინ ვერ წავალთ.

რეგიონების მიხედვით, გუნდები ასე არიან წარმოდგენილნი: თბილისი - 18, იმერეთი - 17, სამეგრელო - 10, ქვემო ქართლი - 7, აფხაზეთი - 6, კახეთი - 6, შიდა ქართლი/სამაჩაბლო - 5, აჭარა - 5, გურია - 4, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი - 1, მცხეთა-მთიანეთი - 1.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩაბუკიანი ლაგოდეხია?
jemo
06:43 28-12-2014
0
აბაშა...
ruta
23:34 27-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული