სამინისტრომ რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში საზეიმო საღამო გამართა. ფეხბურთის ფედერაციამ კი იუბილეს აღნიშვნა რუსთავში, სფფ-ის საფეხბურთო აკადემიის მშენებარე კომპლექსთან დაიწყო, სადაც ბორის პაიჭაძის მემორიალური დაფა გაიხსნა, ხოლო აკადემიას მისი სახელი მიენიჭა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პაიჭაძის ოჯახის წევრები, სფფ-ის აკადემიის ფეხბურთელები, ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, ვიცე-პრეზიდენტი რევაზ არველაძე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე, ვეტერანი და მოქმედი ფეხბურთელები,
"ბევრი ქვეყანა ინატრებდა ისეთ ფეხბურთელს, როგორიც ბატონი ბორისი იყო", - თქვა რევაზ არველაძემ.
მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში" კი პუბლიცისტ დემიკო ლოლაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია და ბორის პაიჭაძისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა; ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით გამოიცა ოთარ გაგუას წიგნი, რომელიც ლეგენდარული ფეხბურთელის კარიერაზე მოგვითხრობს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"