არცთუ დიდი ხნის წინათ, სიჭინავამ არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა, ახლა კი, როგორც ჩანს, მოქმედმა პრეზიდენტმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები. მხოლოდ ის ვიცით, რომ დიდი ალბათობით, ეს სუპერთასის თბილისური მატჩის შემდეგ მოხდება.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა ოფიციალურად სურთ ამჟამინდელ გენერალურ მდივან რევაზ არველაძესა და ვეტერან ფეხბურთელ ლევან კობიაშვილს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)