ზვიად სიჭინავა სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა სფფ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს საკითხი, როგორც იტყვიან, ბეჭედდასმულია.

არცთუ დიდი ხნის წინათ, სიჭინავამ არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა, ახლა კი, როგორც ჩანს, მოქმედმა პრეზიდენტმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები. მხოლოდ ის ვიცით, რომ დიდი ალბათობით, ეს სუპერთასის თბილისური მატჩის შემდეგ მოხდება.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა ოფიციალურად სურთ ამჟამინდელ გენერალურ მდივან რევაზ არველაძესა და ვეტერან ფეხბურთელ ლევან კობიაშვილს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
აუჰ-დავიღუპეთ
მურთაზი
20:15 13-03-2015
0
ეს წავა დასხვა მოვა ...
puma
21:48 13-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული