"ბეთლემის" მწვრთნელი: ბიჭებმა თქვეს, რომ ორი თვის წინ შეუწყვეტია აბების მიღება

AutoSharing Option
ინფორმაციას ქედის "ბეთლემის" კაპიტნისა და თავდამსხმელის, 28 წლის არჩილ ფარტენაძის სტადიონზე გარდაცვალების შესახებ ადასტურებს გუნდის მთავარი მწვრთნელი. წინასწარი ინფორმაციით, ფეხბურთელს ვარჯიშის დროს გული გაუჩერდა.

ქედის "ბეთლემის" მთავარი მწვრთნელი ავთო კუნჭულია ადასტურებს, რომ არჩილ ფარტენაძეს წლების განმავლობაში ჰქონდა გულის პრობლემა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

"ჩვენ, ფეხბურთელები, ყოველ ექვს თვეში ერთხელ გავდივართ სამედიცინო შემოწმებას. არჩილმაც გაიარა ეს შემოწმება და ექიმმა უთხრა, რომ შეეძლო ვარჯიშის გაგრძელება", - ამბობს ავთო კუნჭულია.

ასევე გუნდის მთავარი მწვრთნელის ინფორმაციით, რაც მისთვის ფეხბურთელის გარდაცვალების შემდეგ გამხდარა ცნობილი,
არჩილ ფარტენაძე ყოველდღიურად იღებდა სხვადასხვა სახის აბს.

"ბიჭებმა თქვეს, რომ ორი თვის წინ შეუწყვეტია აბების მიღება, უთქვამს - ვარჯიშით უნდა გადავლახოო".

როგორც მთავარი მწვრთნელი ამბობს, არჩილ ფარტენაძეს გული გაუჩერდა. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ქედის საფეხბურთო გუნდი "ბეთლემი" პირველ ლიგაში თამაშობს.

წყარო: batumelebi.ge

ასევე იხილეთ:
ტრაგედია ბათუმში - 27 წლის ფეხბურთელი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული