"გორის "დილა" მადლობას უხდის გიორგი შაშიაშვილს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ კარიერაში." - ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ განცხადებაში
37 წლის სპეციალისტმა "დილა" გასული სეზონის შუაში ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით კლუბმა 18 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 8-ში გაიმარჯვა, 5 ფრედ დასრულდა, 5-ჯერ კი დამარცხდა, საბოლოოდ ეროვნულ ლიგაში მე-5 ადგილი დაიკავა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა.
გიორგი შაშიაშვილის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
უკრაინა, ბრაზილია, საფრანგეთი - ეროვნული ლიგის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით