შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს თბილისი უეფას სუპერთასს უმასპინძლებს.
ბილეთები ინტერნეტით გაიყიდება და მათი ფასი 7, 15 და 30 ევრო იქნება. გულშემატკივარს, ბილეთების შეძენა biletebi.ge-ზე შეეძლება, სადაც მატჩზე დასასწრები 30 ათასი ბილეთი გაიყიდება.
ინტერნეტში შეძენილი ბილეთების განაღდებასაც აღნიშნული საიტი განახორციელებს.
ერთ ადამიანს, საკუთარი პირადობით, მხოლოდ 4 ბილეთის ყიდვის საშუალება ექნება. მატჩამდე ორი კვირით ადრე ონლაინ-გაყიდვები შეწყდება და თუკი დარჩება გასაყიდად ბილეთები, ის "დინამო არენას" სალაროში გადაინაცვლებს და იქ გაიყიდება.
ბილეთების გაყიდვის დაწყებამდე, საქართველოს
თბილისში ჩამომსვლელთა ვინაობა საბოლოოდ 6 ივნისს გაირკვევა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "ბარსელონასა" და ტურინის "იუვენტუსს" შორის გამარჯვებული, 26 მაისს კი ევროპის ლიგის ფინალში, "სევილიასა" და ჯაბა კანკავას დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.