"სასწრაფოდ მოუხადონ გულშემატკივარს ბოდიში და დანიშნონ არჩევნები!"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში, თავის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ეროვნულ ნაკრებში ჯაბა კანკავასა და ბუბა დაუშვილის დისკვალიფიკაციების სკანდალურ თემას ეხმიანება.

შეგახსენებთ, რომ ამ ფეხბურთელებს სანაკრებო მატჩები შეცდომით გამოატოვებინეს - უეფას წესის თანახმად, ისინი დისკვალიფიცირებულნი არ იყვნენ.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი, როცა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს დაუდევრობის გამო სრულიად უსაფუძვლოდ გამოატოვებინა შესარჩევი მატჩები.

თუნდაც მხოლოდ ამის გამო არ აქვს ფედერაციის ხელმძღვანელობას არანაირი მორალური უფლება, დარჩეს ქართული
ფეხბურთის სათავეში.

ისინი ვალდებულნი არიან, გულშემატკივარს მოუხადონ ბოდიში და სასწრაფოდ დანიშნონ არჩევნები, რათა ცივილური ფორმით ჩამოშორდნენ იმ საქმეს, რომლის კეთების არც კომპეტენცია და არც პროფესიონალიზმი არ გააჩნიათ!" - აცხადებს ლევან კობიაშვილი.

ასევე იხილეთ:
კანკავას მსგავსად, ნაკრების ერთი მატჩი ბუბა დაუშვილმაც ტყუილად გამოტოვა
სკანდალი: კაპიტანმა ჯაბა კანკავამ პოლონეთთან მატჩი ტყუილად გამოტოვა
მკითხველის კომენტარები / 12 /
უნამუსობი რომ არიან გეთანხმებით მაგრამ ძალიან მაინტერესებს პროფესიონალები ვინ არიან? აი მე ძალიან მაინტერესებს და ვერავინ ვნახე...
Walkabout
11:02 25-06-2015
0
გადადექით დროზე თქვე უნამუსოებო და შეუშვით ფედერაციაში პროფესიონალები რომლებიც საბედნიეროდ ჯერ კიდევ არიან.
ნოდარი
10:34 25-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული