სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

AutoSharing Option
სუპერთასის ბილეთების ონლაინ-რეჟიმში გაყიდვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.

სწორედ დღეს, 18:00 საათამდე იწურება 48-საათიანი ვადა, რომელიც პრობლემების აღმოსაფხვრელად უეფა-მ Biltebi.ge-ს მისცა.

როგორც ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ტექნიკური სამუშაოები უკვე დაწყებულია. სფფ-ის ინფორმაციით, დღეს, 17:30 საათიდან 18:00 საათამდე, ონლაინ-კონსულტაცია გაიმართება ფედერაციასა და უეფას შორის, რომლის დროსაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ რა საშუალებით გაიყიდება ბილეთები.

უეფას სუპერთასის ბილეთები Biltebi.ge-ს უნდა გაეყიდა, თუმცა ჭარბი რაოდენობის მსურველის გამო საიტის სერვერმა დატვირთვას ვერ გაუძლო და გაითიშა. ამის გამო 30 000 ბილეთიდან
მხოლოდ რამდენიმე ათეული გაიყიდა.

შექმნილი პრობლემების გამო 23 ივნისს ფედერაციის ოფისში ჯერ სფფ-ის პრეზიდენტსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა, შემდეგ კი პრეზიდენტსა და უეფა-ს შორის ონლაინ-კონსულტაციები შედგა.

კონსულტაციების შემდეგ სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ უეფა-მ Biltebi.ge-ს ტექნიკური პრობლემების აღმოსაფხვრელად 48 საათი მისცა, რაშიც დახმარებას ამერიკული კომპანია გაუწევს.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს პრობლემები ვერ აღმოიფხვრა, ამოქმედდება გეგმა "ბ", თუმცა რას ითვალისწინებს ალტერნატიული ვარიანტი, ამ დროისთვის უცნობია.

ევროპის სუპერთასი თბილისში, "დინამო არენაზე", 11 აგვისტოს გაიმართება და ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ბარსელონა" და ევროპალიგის გამარჯვებული "სევილია" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოგვაშორეთ დომენტი და რეზი!!!!!!!!
irakli
11:50 25-06-2015
0
ისე რა გინდათ, თქვა კაცმა ერთი ბილეტი არ მოხვდება გადამყიდველების ხელშიო და ასრულებს, მიდი დომენტია მასე გააგრძელე... დაჯექით მერე 30 კაცი და უყურეთ თამაშს.
parfiumer
16:15 25-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული