"დილა", თბილისის "დინამო" თუ უცხოეთი - ალეკო ამისულაშვილს ჯერ არ გადაუწყვეტია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ალეკო ამისულაშვილი ჯერაც ახალი გუნდის ძიებაშია. როგორც შევიტყვეთ, მისი ტრანსფერი "დილაში" გადაწყვეტილი არ არის.

გორელები ფეხბურთელს კონტრაქტს კი სთავაზობენ, მაგრამ...

გასათვალისწინებელია, რომ აქტიურობს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბიც - თბილისის "დინამომ" უკვე ამცნო ამისულაშვილს თავისი სურვილის თაობაზე, თუმცა გამოცდილი ცენტრალური მცველი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

ზუსტად ვიცით, რომ ამისულაშვილის გადაბირებით რამდენიმე უცხოური კლუბიცაა დაინტერესებული, რომელთა შორის ნაკლებადაა რუსული კლუბები.

მოკლედ, ორ-სამ დღეში ამისულაშვილის სატრანსფერო ამბავში ბევრი რამ უნდა გაირკვეს და ვნახოთ, სად გააგრძელებს კარიერას 32 წლის
მცველი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
უცხოეთში თორემ ესეც არ მიდიოდეს პრემიერლიგასი, აკტობეს ვარიანტი აქვს
mmurtazis
09:59 26-06-2015
0
ძაან იცი შეენ,გავა გაცდება თუარა.:D
murtazi-s
09:19 26-06-2015
0

სიახლეები პოპულარული