ზვიად სიჭინავა: არ მაინტერესებს, სხვა ქვეყნებში როგორ გაიყიდება ბილეთები

AutoSharing Option
მე არ მაინტერესებს, სხვა ქვეყნებში როგორ გაიყიდება ეს ბილეთები, პირველ რიგში, ეს ბილეთები უნდა მიიღოს ჩვენმა გულშემატკივარმა, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში" ჩართვისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვის საკითხთან დაკავშირებით, კომპანია biletebi.ge-მ უეფას თავისი სტრატეგია მიაწოდა.

"მე ვთხოვე უეფას, განისაზღვროს, რომ ბილეთების 80% უნდა შეხვდეს ჩვენს გულშემატკივარს. ეს არის "თბილისი 2015". მე არ მაინტერესებს, სხვა ქვეყნებში როგორ გაიყიდება ეს ბილეთები. პირველ რიგში, ეს ბილეთები უნდა მიიღოს ჩვენმა გულშემატკივარმა", - აღნიშნა ზვიად
სიჭინავამ.

მისივე ინფორმაციით, biletebi.ge-ს წარმომადგენლები ფედერაციაში იმყოფებიან. ასევე, მიწვეულნი არიან კომპანია "კავკასუსის" წარმომადგენლები.

"დაპატიჟებულია კომპანია "კავკასუსი", რომელიც მზად არის, იმდენი ტრაფიკი, ინტერნეტის იმდენი სიმძლავრე მოგვაწოდოს, რომ ყველა ერთად შევიდეთ სისტემაში. ეს არის ჩემი მიზანი, რომ ყველა გულშემატკივარს სისტემაში შესვლის და ბილეთების არჩევის საშუალება ჰქონდეს. ბევრი კი არ არის, სულ არის 24 000 ბილეთი", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ biletebi.ge, მისდა სამწუხაროდ, უეფამ აირჩია.

"ჩემდა სამწუხაროდ, ეს კომპანია აირჩია უეფამ და ენდო, თორემ ჩვენ გვქონდა შეძენილი ეს პროგრამა, ბაზისი იმისათვის, რომ გაგვეყიდა ბილეთები. გავაკეთეთ ტესტირება გერმანიის თამაშზე.

ჩვენ ვიყავით მზად და როდესაც უეფას მივმართეთ, რომ ფეხბურთის ფედერაცია მზად ვიყავით, მოგვეცით და ჩვენ გავყიდით ჩვენს ლიმიტს და სხვა ბილეთებსაც, გვითხრეს უარი, რადგან მათ ჰქონდათ უფრო დიდი გამოცდილება, 6 წლის მუშაობა ბილეთებთან.

ხვალ ჩვენ უნდა მივაწოდოთ ჩვენი ხედვა. ვუთხარით უეფას, მზად ვართ გამოვიყენოთ ის რესურსი, რაც გააჩნია biletebi.ge-ს, მაგრამ ჩვენ ჩავრთავთ ამაში რამდენიმე კომპანიას, რათა ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, ბილეთები იყიდოს", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

ამასთან, როგორც ჟურნალისტებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ეკა ელოშვილმა განუცხადა, უეფას სუპერთასის ბილეთები ქართველებისთვის და უცხოელებისთვის ცალ-ცალკე გაიყიდება. მისივე თქმით, უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის განისაზღვრა 24.000 ბილეთი, ხოლო უცხოელებისთვის 6.000, რომელიც ცალ-ცალკე გაიყიდება. შესაბამისად, აღნიშნული 30.000 ბილეთი ერთად აღარ გაიყიდება.

როგორც ელოშვილმა განმარტა, სავარაუდოდ, ქართველი გულშემატკივრებისთვის ბილეთებს ისევ biletebi.ge გაყიდის, ხოლო უცხოელებისთვის განსაზღვრული ბილეთების გაყიდვაზე გადაწყვეტილებას უეფა მიიღებს.

IPN
მკითხველის კომენტარები / 10 /
რატომ არ უნდა გვაინტერესებდეს როგორ იყიდება ბილეთები სხვა ქვეყანაში? თუ სხვა ქვეყანა კარგად ყიდის ბილეთებს უნდა გვაინტერესებდეს უნდა ვისწავლოთ და ჩვენშიც გაიყიდოს კარგად
ემზარი
21:34 25-06-2015
0
ჩემო კარგო,ცოტა ჩაწვდი აზრს და გაიგე ის თუ რას ამბობს სიჭინავა,ანუ იაზროვნე,არა ისე,როგორაც ახლა აზროვნებ და საკუთარი თავი გენიოსი,რომ გგონია,ტვინი კუნთია და გაანძრიე.
Emzari-s
22:21 25-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული