საქართველოს ჩემპიონები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის იქ ორი კვირის განმავლობაში მოემზადებიან, 14 ივლისს კი თურქეთიდან პირდაპირ ბელგრადში გაემგზავრებიან, სადაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს "პარტიზანის" წინააღმდეგ გამართავენ.
"დილა" თურქეთში ამ ფეხბურთელებით გაემგზავრა: მარიამიძე, მუჯრიშვილი, ქარქუზაშვილი, კვირკველია, ბაგაევი, კვახაძე, ღონღაძე, ხურცილავა, დუდუჩავა, ლომიძე, სამხარაძე, ფალავანდიშვილი, რაზმაძე, წიქარიძე, გვალია, ახალკაცი, ძარია, კვირკვია, გორელიშვილი, ერისთავი, ილურიძე, მარცვალაძე, მოდებაძე, მაშუკოვი.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდთან ერთად თურქეთში ივარჯიშა
27 ივლისიდან გორელები ორჯერად ვარჯიშებს ჩაატარებენ, თურქულ შეკრებაზე სპარინგ-პარტნიორებისა და ამხანგური მატჩების შესახებ ინფორმაცია კი მოგვიანებით გამოცხადდება.