კვიპროსულ "ომონიას" ბათუმის "დინამოსთან" საქომაგოდ 100-ზე მეტი ფანი მოჰყვება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოსთან" ჩასატერებელი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის კვიპროსის "ომონიას" საქართველოში ასზე მეტი ქომაგი და პრესის 12 წარმომადგენელი მოჰყვება. ამის შესახებ აჭარული კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.


"დინამო"-"ომონიას" შეხვედრა 2 ივლისს, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი 4 და 5 ლარი იქნება, გაყიდვა კი 29 ივნისიდან დაიწყება.

ნიქოზიის გუნდი, რომელის ღირსებას საქართველოს ნაკრების მცველი უჩა ლობჟანიძე იცავს, ქუთაისში 30 ივნისს, ჩარტერული რეისით ჩამოფრინდება.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლით იგეგმება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დინამო გენაცვალეთ ბიჭებო იმედია გახვალთ შემდეგ ეტაპზე ასახელეთ საქართველო
gurami
09:55 02-07-2015
0

სიახლეები პოპულარული