ომონია (ნიქოზია, კვიპროსი)
დაარსდა 1948 წელს
სტადიონი: Neo GSP (22 859)
დაარსდა 1948 წელს
სტადიონი: Neo GSP (22 859)
თავიდანვე ვთქვათ: კვიპროსული კლუბის ღირსებას საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი, 28 წლის უჩა ლობჟანიძე იცავს.
ცოტა ხნის წინათ, ამ გუნდის მაისურა ნახევარმცველ შოთა გრიგალაშვილსაც ეცვა. აქვე ირიცხებოდა ცენტრალური მცველი ლევან კაკუბავაც.
"ომონია" 1948 წელს დაარსდა და ის სამართლიანად ითვლება კვიპროსული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდად. თავად განსაჯეთ - ამ გუნდმა 20-ჯერ
2013 წელს კლუბში დიდი ფინანსური კრიზისი იყო, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ მოგვარდა, რაც ახალი, სოლიდური ინვესტორი გამოჩნდა.
"ომონიას" ამჟამად 40 წლის დამრიგებელი, კოსტას კაიაფასი წვრთნის. მას სხვადასხვა დროს ამავე კლუბსა და ლარნაკას "ალკიში" უთამაშია, კვიპროსის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში კი მის ანგარიშზე 23 მატჩი და 1 გოლია.
სამწვრთნელო ასპარეზზე კაიაფასის პირველი გუნდი სწორედ "ალკი" იყო, რასაც "ომონია" მოჰყვა. კლუბის ხელმძღვანელობამ დიდი ნდობა გამოუცხადა ახალგაზრდა სპეციალისტს. "ომონიას" პრეზიდენტი დოროს სერაფიმი ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ გუნდს ძველი დიდება დაუბრუნოს.
სადღეისოდ გუნდის ძირითად ბირთვს ლეგიონერები შეადგენენ. მართლაც და, კვიპროსული გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ისეთი უცხოელი თამაშობს, აუცილებლად ყურადღება რომ უნდა მივაქციოთ. მაგალითად, ბენინელი შემტევი, 30 წლის მიკელ პოტე. მას საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაშის გამოცდილება აქვს.
საყურადღებოა სლოვენიელი ლეგიონერი - ანდრიაჟ კირმი. მას სლოვენიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 67 მატჩი აქვს ჩატარებული (6 გოლი).
გამოცდილი პორტუგალიელი ნუნუ ასისი თავის დროზე ლისაბონის "ბენფიკას" ფეხბურთელი იყო და ამ გუნდის შემადგენლობაში 56 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. ის ახლა 37 წლისაა და კვიპროსულ კლუბს კაპიტნობს.
ამ ფეხბურთელებთან ერთად, უნდა გამოვარჩიოთ ურუგვაელი მცველი მატიას პერესი, გუნდის ახალწვეული, ირლანდიელი შემტევი - კალიან შერიდანი, კიდევ ერთი პორტუგალიელი - კრიშტოვაუ რამოსი, ფრანგი მცველი ანტონი შარმოცინო და ასევე ფრანგი, ოღონდ შუახაზელი - ჰეროლდ გულონი.
ვთქვათ ისიც, რომ ამჟამად გუნდი კვიპროსის უდიდეს სტადიონზე, Neo GSP-ზე თამაშობს, რომელიც 22 859 ქომაგს იტევს.
"ომონიას" გარდა, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამოს" მეტოქეები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ბოსნიური "ზრინსკი", ყაზახური "აქტობე", პოლონური "იაგელონია" და ირლანდიური "შემროკი".
მიგვაჩნია, რომ საკადრო უპირატესობის მიუხედავად, "ომონია" სულაც არ უნდა იყოს დაუძლეველი ბარიერი შოთა ჭეიშვილის გაწვრთნილი "დინამოსთვის".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"