"დინამო"-"ომონიას" შეხვედრა 2 ივლისს, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი 4 და 5 ლარი იქნება, გაყიდვა კი 29 ივნისიდან დაიწყება.
ნიქოზიის გუნდი, რომელის ღირსებას საქართველოს ნაკრების მცველი უჩა ლობჟანიძე იცავს, ქუთაისში 30 ივნისს, ჩარტერული რეისით ჩამოფრინდება.
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლით იგეგმება.