წარმოდგენილი იქნება განმარტებითი ვიდეორგოლი. ამის თაობაზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი დავალება ფედერაციას უეფამ მისცა.
სიჭინავას ცნობით, მიმოწერა ჰქონდათ უეფა-სთან, სადაც კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ბილეთებს კომპანია biletebi.ge გაყიდის.
"8 თვის განმავლობაში საქართველოში უეფას წარმომადგენელი, დელეგატი მუშაობს, რომელმაც ყველა ის კომპანია აირჩია, რომელიც სუპერთასის თამაშს მოემსახურება. საუბარია არა მხოლოდ ბილეთების გაყიდვაზე, არამედ კვებაზე, ტრანსპორტირებაზე, პარკინგზე და ასე
ფეხბურთის ფედერაციამ, თავის დროზე, გერმანიის თამაშის წინ ძვირად ღირებული პროგრამა შეიძინა, რომელშიც 60 ათასია გადახდილი და დატესტილია გერმანიის თამაშზე. მაშინ ამ პროგრამით 12 ათასი ბილეთი გაიყიდა. ვთხოვეთ უეფას, ჩვენთვის მოეცათ ბილეთების გაყიდვის საშუალება, მაგრამ ეს არ მოხდა, რადგან კომპანია biletebi.ge-ს 6-წლიანი გამოცდილება აქვს და უპირატესობა მას მიანიჭეს", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.
მომზადებულია IPN-ის მიხედვით