"პარტიზანის" მწვრთნელი: "დილას" თამაშში რუსული სკოლის გავლენა იგრძნობა!

AutoSharing Option
"პარტიზანის" მთავარმა მწვრთნელმა ზორან მილინკოვიჩმა განაცხადა, რომ ნახა გორის "დილას" 3 მატჩი და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ ქართულ გუნდზე გარკვეული შთაბეჭდილებაც შეიქმნა.

"ვნახე "დილას" სამი მატჩი. ჩვენი მოწინააღმდეგე ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია. მის თამაშში იგრძნობა რუსული საფეხბურთო სკოლის გავლენა. ქართველები სწრაფები არიან და ფიზიკურად შესანიშნავად გამოიყურებიან.

არ ვიცი, გვაძლევს თუ არა უპირატესობას ის, რომ პირველ შეხვედრას შინ ვატარებთ, მაგრამ ერთი კი ვიცი - ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყოველთვის კარგად ვითამაშოთ", - განაცხადა მილინკოვიჩმა.

გუშინ, 28 ივნისს, "პარტიზანი" ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა რუსულ
(სარანსკი) "მორდოვიას" და 0:1 დამარცხდა. ამის შემდეგ ბელგრადელები "დილასთან" მატჩისთვის სამზადისს სლოვენიაში გააგრძელებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
შენ ჯერ არ გინახავს ქართველი ფეხბურთელების ნამდვილი სისწრაფე... მიმიქარავს რექტიული თვითმფრინავი. აი, თქვენთან შეხვედრაში რომ დაატრიალებენ ქარბორბალას, მაშინ გაიგებთ "სად იზამთრებენ კიბორჩხალები".(ოკუპანტების ენაზე შეგნებულად არ დავწერე. დიიიააახხხ!)
levani kaxeti
09:00 30-06-2015
0
ქართველ ფეხბურთელებზე რო იტყვი სწრაფები და ფიზიკურად ძლიერები არიანო, მაშინ როცა ჩვენი მთავარი სისუსტე სწორედ დაბალი ტემპი და სუსტი ფიზიკაა.ვინც შენ მწვრთნელობა დაგაბრალა...
ZIKO
00:56 30-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული