"პარტიზანის" მწვრთნელი: "დილას" თამაშში რუსული სკოლის გავლენა იგრძნობა!

AutoSharing Option
"პარტიზანის" მთავარმა მწვრთნელმა ზორან მილინკოვიჩმა განაცხადა, რომ ნახა გორის "დილას" 3 მატჩი და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ ქართულ გუნდზე გარკვეული შთაბეჭდილებაც შეიქმნა.

"ვნახე "დილას" სამი მატჩი. ჩვენი მოწინააღმდეგე ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია. მის თამაშში იგრძნობა რუსული საფეხბურთო სკოლის გავლენა. ქართველები სწრაფები არიან და ფიზიკურად შესანიშნავად გამოიყურებიან.

არ ვიცი, გვაძლევს თუ არა უპირატესობას ის, რომ პირველ შეხვედრას შინ ვატარებთ, მაგრამ ერთი კი ვიცი - ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყოველთვის კარგად ვითამაშოთ", - განაცხადა მილინკოვიჩმა.

გუშინ, 28 ივნისს, "პარტიზანი" ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა რუსულ
(სარანსკი) "მორდოვიას" და 0:1 დამარცხდა. ამის შემდეგ ბელგრადელები "დილასთან" მატჩისთვის სამზადისს სლოვენიაში გააგრძელებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
შენ ჯერ არ გინახავს ქართველი ფეხბურთელების ნამდვილი სისწრაფე... მიმიქარავს რექტიული თვითმფრინავი. აი, თქვენთან შეხვედრაში რომ დაატრიალებენ ქარბორბალას, მაშინ გაიგებთ "სად იზამთრებენ კიბორჩხალები".(ოკუპანტების ენაზე შეგნებულად არ დავწერე. დიიიააახხხ!)
levani kaxeti
09:00 30-06-2015
0
რა გჭირთ ხალხო ეს სტატიები დილასთან დაკავშირებით რასაც თქვე დებთ მსოფლიო სპორტზე დაიდო ორი დღის წინ,გძინავთ თუ რა არის ვერ ვიგებ???
jurnalistebis sayuradgebod
12:32 29-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული