უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 30 ივნისს დაიწყება

AutoSharing Option
უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა Biletebi.ge-ზე 30 ივნისს, დილის 09:00 საათიდან დაიწყება.


ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა.

საქართველოს მოქალაქეებზე, საერთო ჯამში, 24 000 ბილეთი გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ ბილეთის შეძენის მსურველს საიტ Biletebi.ge-ზე რიგის დაცვა მოუწევს, ხოლო საიტზე შესვლის შემდეგ ბილეთის შესაძენად 10 წუთი ექნება.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები კი ბილეთების შეძენას პირველი ივლისიდან, 09:00 საათიდან ასევე Biletebi.ge-ზე შეძლებენ.

"ჩვენ გვაქვს გამზადებული ვიდეოინსტრუქცია, სადაც მოყვანილია ყველა ის წესი, როგორ უნდა მოხდეს ბილეთის
შეძენა. არ იქნება ლატარია, იქნება რიგი. ყველა ხარვეზი biletebi.ge-მ გამოასწორა, მონიტორინგი გაიარა და იმედია, ასეთი ხარვეზი აღარ იქნება. ხვალ, 09:00 საათზე ყველაფერი განულდება და დაიწყება გაყიდვა 09:00 საათიდან", - განაცხადა სიჭინავამ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გაყიდება კი? მოამბავენ თავს?
ემზარი
29 ივნისი 2015 17:52
0
ორი ან რამოდენიმე ბილეთის ყიდვას როგორ შევძლებთ???
amo
29 ივნისი 2015 17:20
0
ხომ შეიძლება დეტალურად განმარტონ? რას ნიშნავს 9:00 ბილეტების გაყიდვის დაწყება? თან რიგითობის მიხედვით? მე ეხლა რომ შევიდე საიტზე და იქიდან არ გამოვიდა ხვალ დილის 9 საათისთვის პირველი ვიქნები? თუ ეს რიგითობა იწყება დილის 9 საათიდან? 8 საათზე დილას რომ შევიდე, რაღაც რიგის ნომერი მომცეს და მერე 1 საათი ვიყო საიტზე რა ხდება ამ შემთხვევაში? შევძლებ ყიდვას?
al
29 ივნისი 2015 15:44
0

სიახლეები პოპულარული