დილა VS ვოლინი - პირველი სპარინგი თურქულ შეკრებაზე

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფი საქართველოს ჩემპიონი გორის "დილა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას გეგმის მიხედვით განაგრძობს.

დღეს, 1-ელ ივლისს უჩა სოსიაშვილის გუნდი უკრაინული ლუცკის "ვოლინის" წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. თამაში თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

"ვოლინი" 1960 წელს დაარსდა, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის გუნდს არ მიუღწევია. ლუცკელებმა უკრაინის 14-გუნდიან პრემიერლიგაში გასული სეზონი მე-9 პოზიციაზე დაასრულეს. ამ გუნდის ღირსებას საქართველოს ნაკრების წევრი სანდრო კობახიძე და უკრაინის მოქალაქე თემურ ფარცვანია იცავენ.

შეგახსენებთ, რომ გორის "დილა" წელს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე
ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე ბელგრადის "პარტიზანი" იქნება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოვიგეთ
nika
23:39 01-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული