როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიაში განუცხადეს, უეფას გადაწყვეტილებით, მხოლოდ 4300 ბილეთი გაიყიდება ონლაინ, ხოლო დარჩენილი 22 000 ბილეთი დაიბეჭდება და გადაეცემა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სალაროში გასაყიდად. ბილეთების გაყიდვა იმავე პრინციპით ხდება, როგორც 30 ივნისს.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, აღნიშნული 4300 ბილეთი ქართველი გულშემატკივრისთვის არის განკუთვნილი.
"უეფას გადაწყვეტილებით, საერთაშორისო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვიწყებთ გაყიდვებს, სადაც მხოლოდ 4300 ბილეთი გავა ონლაინ, ხოლო დარჩენილი 22 000 ბილეთი დაიბეჭდება და გადაეცემა სფფ-ს სალაროში გასაყიდად", - ნათქვამია biletebi.ge-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.