ქართველებმა გვცემეს და დროშა გაგვითელეს! - აზერბაიჯანული მხარე უეფაში ჩივის

AutoSharing Option
ფოტოზე: აზერბაიჯანული საიტები "დინამო არენაზე" გადაღებულ ფოტოსურათს ავრცელებენ

აზერბაიჯანული საიტები 2 ივლისს თბილისში გამართულ "დინამო"-"გაბალას" მატჩზე მომხდარ ინციდენტებზე აქტიურად წერენ.


საიტ haqqin.az-ის ინფორმაციით, ქართველი გულშემატკივრები თავს დაესხნენ სტუმარ გულშემატკივრებს, გალანძღეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ. ამასთან, აზერბაიჯანელ ქომაგებს წაართვეს მათი ქვეყნის დროშა და ფეხქვეშ გათელეს...

ამასთან, საიტი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ქართველი გულშემატკივრების აგრესიაზე პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.

haqqin.az: აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციების ფედერაციამ (AFFA) უკვე მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, სათანადოდ
შეაფასოს თბილისის "დინამოს" გულშემატკივართა ქმედება, რომლებმაც აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმბოლო შეურაცხყვეს და ამასთან, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები.

"ჩვენ მოვითხოვთ ბოდიშის ოფიციალურად მოხდას ქართული მხარისგან, გულშემატკივართა არაადეკვატური ქმედებების გამო. სავარაუდოდ, უეფაში საჩივარს შეიტანს "გაბალაც", - უთხრა საიტს AFFA-ს პრესმდივანმა მიხაილ რაიმანოღლუმ, რომლის თქმით, აზერბაიჯანული სპორტული საზოგადოება ქართველი გულშემატკივრების ქმედებას განიხილავს, როგორც არამეგობრულ აქტს.

"ვიმედოვნებთ, ფაქტს განსჯის და შესაბამისად იმოქმედებს თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობაც და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც", - დასძინა ნარიმანოღლუმ.

თავის მხრივ, კიდევ ერთი აზერბაიჯანული საიტი azerisport.com წერს, რომ "დინამო არენაზე" ქართველმა გულშემატკივრებმა გამოფინეს პლაკატი, წარწერით: "ჩვენ გვახსოვს. ზაქათალა. კახი, 1921" და სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყვეს სტუმარი გუნდის ფანები.

ამ საიტთან ნარიმანოღლუ შემდეგს აცხადებს: "რამდენიმე გულშემატკივარმა გამოფინა პლაკატი ზაქათალისა და კახის შესახებ და ჩვენი ჩარევის შემდეგ ის მოაშორეს. ამას გარდა, ფანატებმა აზერბაიჯანისა და "გაბალას" დროშები ამობრუნებულად გამოფინეს, რის შემდეგაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მივმართეთ და პრობლემა აღმოიფხვრა.

ეს ყველაფერი ბევრმა დაინახა, მათ შორის, აზერბაიჯანის გულშემატკივრებმაც. ახლა "გაბალას" წარმომადგენლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, რათა ჩვენმა ფანებმა ქართველებზე შური საპასუხო მატჩის დროს, 9 ივლისს არ იძიონ".

sportall.ge-მ ინფორმაცია სფფ-სა და თბილისის "დინამოში" გადაამოწმა. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენლის, ეკა ელოშვილის თქმით, ამ დროისთვის სფფ-ში ოფიციალური წერილი არც აზერბაიჯანის ფედერაციისგან და არც "გაბალასგან" არ მიუღიათ და ინციდენტები არც მატჩის დელეგატს დაუფიქსირებია.

იგივე განგვიცხადეს თბილისის "დინამოში", რომლის პრესსამსახურის თქმით, აზერბაიჯანული მხარისგან ოფიციალური წერილი ზემოთ მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით არ მიუღიათ.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ჩვენში არის რაღაც ნაწილი ავანტურისტული და უპასუხისმგებლო, რეალურად მშიშარა, მაგრამ სხვის ზურგს ამოფარებული "გულადი" ადამიანები. ან აი ასეთების გაკეთებულია ის პლაკატი "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921" ან გარეშე მტრის. ვინც პლაკატი გამოფინა, პროვოკაცია მოაწყო და დაიმალა. რეალუარად ასეთები პრობლემებს ჰმატებენ კახში და ზაქათალაში მცხოვრებ ქართველებს. ესეთი შემთხვევა შარშანაც იყო. უნდა გამოვლინდეს ავტორი და სამაგალითოდ, კანონის უმკაცრესი მიდგომით უნდა დაისაჯოს, რათა სამომავლოდ სხვასაც არ გაუჩნდეს სურვილი ამგვარი პროვოკაციის მოწყობისა. ვინც ეს გააკეთა არავითარ შემთხვევაში არ არის ქართველი პატრიოტი. ეროვნული საქმე ჩუმად უნდა გააკეთო, უხმაუროდ, თუ სამშობლო გიყვარს. გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიციას და უშიშროების სათანადო სტრუქტურებს, რადგან ამგვარი რამ პირველად არ ხდება. ისინი მომზადებული უნდა შეხვედროდნენ მსგავს პროვოკაციას და გამოევლინათ დამნაშავეები.
პოლიციის უმოქმედობა არის დანაშაული!
10 ივლისი 2015 15:25
0
ჩემს წინ აზერბაიჯანელეი ახალგაზრდები იჯდნენ, ერთი ჟრიამული და მხიარულება ჰქონდათ. კაციშვილს არაფერი უთქვამს, უფრო მეტიც: ბევრი ჩვენიანი თანაუგრძნობდა და თბილად ამხნევებდა!

კი მაგრამ რომელ ჩხუბზე ლაპარაკობენ, ან როდის და სად მოხდა ეს ჩხუბი. მე პროვოკაცია მგონია და ამაში ღრმადა ვარ დარწმუნებული!
shoda
10 ივლისი 2015 12:59
0
მუშტების ქნევას თავი დაანებეთ პოლიტიკას ფეხბურთში ნუ ურევთ და თუ ჩხუბი გინდათ ადგილი დათქვით, კაცურად შეხვდით და ეჩხუბეთ რამდენიც გინდათ
vato
07 ივლისი 2015 13:14
0
ყველაზე საინტერესო ის არის რომ გასულ წელს საჩხერის ჩიხურას რა გაუკეთეს აზერებმა. ხო არ დაგავიწყდათ? ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი
nika
06 ივლისი 2015 19:35
0
ჩემი თვალით ვნახე აკაკის ძეგლთან გზაჯვარედინზე დაახლოებით 10-მა კაცმა როგორ გაიგდო ერტი აზერბაიჯანელი. პატრული დაახლოებით 10 მეტრში იდგა
კახა-ს
06 ივლისი 2015 13:03
0
ქვეყანაში ბარდაგია ,პრემიერმა 4 დღის შემდეგ გამოფიკა ყურები, ეტყობა პრესას გაეცნო, აბა შსს-ს მინისტრს არაფერი უთქვია, არ გამიკვირდება სიმართლე რომ იყოს აზერბაიჯანელების ბრალდება, აქ ხომ უკუღმა გვესმის პატრიოტიზმი, უგუნური ქცევიტ მტრებისმომრავლება მაგარი ბიჭობაა
nukri
04 ივლისი 2015 22:37
0
რაღაც საეჭვოდ მომრავლდნენ ჩიტები(ძველქართულად), რომლებიც უადგილო ადგილას "იხსენებენ" ისტორიას.
პროვოკატორებმა პასუხი უნდა აგონ!
04 ივლისი 2015 20:24
0
თქვენ რო გვცემეთ ერთი წლის წინ ის როგორი იყო. არაუშავს გარგებთ წამალი
dato
04 ივლისი 2015 12:37
0
არანაირად არ ვეთანხმები იმ აბსურდულ კომენტარებს აქ რომ არის მოყვანილი...როგორ შეიძლება იყოს აბსურდი? როგორ შეიძლება ამხელა ტყუილის მოგონება?როგორ შეიძლება ესეთი აგრესია ნებისმიერის მიმართ? არა მარტო აზერბაიჯანელებთან...იგივე იყო სომხებთანაც შირაკთან ..აგრესიას ყოველთვის მოყვება აგრესია...უპატივცემულობას უპატივცემულობა....არ შეიძლება ასე....თუმცა სხვას თავი დავანებოთ ჩვენს ჩემპიონატშივე მკვდარსა და ცოცხალს არ ვუტოვებთ ერთმანეთს....
giorgi 777
04 ივლისი 2015 12:18
0
ყველას როგორ უნდა ვეფეროთ, მოხვდათ ძალიანაც კარგი, მეორედ აღარ მიქარავენ.
მიხო
04 ივლისი 2015 11:15
0

სიახლეები პოპულარული