კახა კაჭარავა: ყველაზე რთული მეტოქეები ჩვენ და "დილას" გვყავს

AutoSharing Option
"ცხინვალის" ევროდებიუტი ურიგო არ გამოდგა. კახა კაჭარავას გუნდმა გასვლაზე 1:1 ითამაშა რუმინულ "ბოტოშანისთან" და შემდგომ ეტაპზე გასვლის მშვენიერი შანსი დაიტოვა. ერთადერთი გოლი ნიკა კაჭარავამ გაიტანა.


რუმინული მატჩის პერიპეტიების შეფასება და საპასუხო შეხვედრაზე აზრის გამოთქმა "ცხინვალის" მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას ვთხოვეთ:

- თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ ძალზე ძლიერი მოწინააღმდეგე შეგვხვდა. სიმართლეს რომ თვალი გავუსწოროთ, ასეა - ყველაზე რთული მეტოქეები ჩვენ და "დილას" გვყავს. თუნდაც, რუმინული ფეხბურთის რეიტინგებს გადავავლოთ თვალი...

ჩვენ ვნახეთ "ცხინვალის" პლუსებიც და მინუსებიც.
მინუსი იყო ის, რაშიც დღეს ქართულ ფეხბურთს ძალიან უჭირს - ეს არის არასაკმარისი ფიზიკური მომზადება. ორთაბრძოლების 80 პროცენტი წავაგეთ. ეს ფაქტია, თუმცა ბიჭებმა ბოლომდე იომეს, მოედანზე თავი დადეს...

- და პლუსი რა იყო?
- ის, რომ ჩვენმა ახალგაზრდულმა გუნდმა ითამაშა ევროტურნირებზე, რითიც ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინეთ.

- როგორი გუნდია "ბოტოშანი"?
- სერიოზული. რუმინეთის ჩემპიონატში თამაშობს და ამით ბევრი რამეა ნათქვამი. რუმინეთის პირველობაზე სხვა სისწრაფეებია. საქართველოს ჩემპიონატში ფეხბურთელი სამ წამს რომ ფიქრობს, ევროპალიგაზე წამნახევარში უნდა მიიღო გადაწყვეტილება.

- როგორ ფიქრობთ, "ბოტოშანიმ" საქართველოს ჩემპიონატში რომ ითამაშოს, რა მიზნისთვის იბრძოლებს?
- ულაპარაკოდ ჩემპიონობისთვის! თუმცა ისიც ვთქვათ, "ცხინვალი" რომ შეაჩვიო რუმინეთის ჩემპიონატს, მასაც არ ექნება იქ მოკრძალებული მიზნები. "ბოტოშანის" კი საქართველოს ჩემპიონატში რეგრესი დაეწყება. ეს ჩემი აზრია.

- რუმინული მატჩი როგორ დაგეგმეთ?
- "ბოტოშანის" ბოლო ოთხი თამაში ვნახე. უკანასკნელ შეხვედრაში "კრასნოდარის" დუბლებს მოუგეს. ამ გუნდის მეორე შემადგენლობა ძალიან სუსტი ვერ იქნებოდა. ლოგიკური იყო, რომ ჩვენ "უკნიდან" ვითამაშეთ. ყველაფერი თბილისში გადაწყდება. "ბოტოშანის" უმაღლეს დონეზე აქვს სათამაშო დისციპლინა, აწყობილი და ბრძოლისუნარიანი გუნდია. ფიზიკურად შესანიშნავად არიან მზად. რასაც ველოდით მეტოქისგან, ზუსტად ის მივიღეთ.

- გაშვებულ გოლს როგორ იხსენებთ?
- ყველაფერი მაინც იქიდან დაიწყო, რომ ჩვენი ფეხბურთელი არ შევიდა ბრძოლაში. საქართველოს ჩემპიონატში ხშირად ასეა - არ შედიხარ ბრძოლაში, მაგრამ მეტოქე ვერ "ასრულებს". იქ სხვანაირად მოხდა.

- თქვენი გუნდის გოლზე რას იტყვით?
- ძალიან კარგ დროს გავიტანეთ. ამ გოლმა ჩვენი შანსი გაზარდა. და კიდევ ერთი - რომ იცოდეთ, ჩემთვის სულ ერთია, ვინ გაიტანა ეს გოლი...

- ვიცით, ფეხბურთელების გამორჩევა არ გიყვართ, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით მეკარე გიორგი ნადირაძის შესანიშნავ გარჯას...
- მართალი ხართ. გიორგიმ უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, ფრეს რომ მივაღწიეთ. მეკარესაც და გუნდის ნებისმიერ წევრსაც უნდა შეეძლოს, რომ საჭირო მომენტში გადაარჩინოს თავისიანები.

- როგორ თამაშს ელით თბილისში?
- ძალიან რთულს. იმედია, ბევრი ქომაგი მოვა სტადიონზე. ჩვენ გვინდოდა, რომ უფასო ყოფილიყო სტადიონზე შესვლა. მერე სხვანაირად ვიფიქრეთ - ბილეთს ექნება სიმბოლური ფასი და მთელი შემოსავალი გადაირიცხება თბილისის სტიქიით დაზარალებულთა ფონდში.

აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა - მეამაყება ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობის... ჩვენს ფეხბურთელებსაც სურთ, შეიტანონ წვლილი ამ მამულიშვილურ საქმეში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მერაბ გიგაური: "ბოტოშანისთან" სტუმრად ფრე მოდუნების უფლებას არ გვაძლევს
მკითხველის კომენტარები / 5 /
ტრადიციებით ისტორიით პარტიზანია ამათ შორის ყველაზე გამოცდილი და სახელიანი ბოლოდროინდელი მიღწევებით ომონია ხოლო რეალურად თუ სამივე გუნდი რომელიც ვნახეთ ომონია და გაბალა თითქმის თანაბარია ბოტოშანი ვიმეორებ უსუსტესი ვალდებულია კაჭარავა გაიაროს წინა კომენტარში რაც დავწერე ძალაში რჩება ჩემდა სამწუხაროდ.
კახა
11:58 08-07-2015
0
ჭადრაკს ან შაშს თუ თამაშობთ მაშინ 3 წამი ფიქრი შეიძლება,მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში 3 წამი 3 საუკუნეა...
Dato
10:10 08-07-2015
0

სიახლეები პოპულარული