მერაბ გიგაური: "ბოტოშანისთან" სტუმრად ფრე მოდუნების უფლებას არ გვაძლევს

AutoSharing Option
"ცხინვალში" დაბრუნებული მერაბ გიგაური ამბობს, რომ რუმინულ "ბოტოშანისთან" გასვლაზე ფრე ყველაზე რეალური და სასურველი შედეგია.


"რუმინეთი ძლიერი საფეხბურთო ქვეყანა რომაა, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. "ბოტოშანი" მე-8 ადგილზე გავიდა და უეფას საგზური სხვა რუმინული კლუბების ფინანსური პრობლემების ხარჯზე მოიპოვა. მაგრამ რეალურად გამოჩნდა, რომ ამ ქვეყნის ჩემპიონატის საშუალო გუნდიც ძლიერია.

"ბოტოშანის" ჩამოყალიბებული ფეხბურთელები ჰყავს და მასთან ბრძოლა ძალიან გაგვიჭირდა.

რუმინეთში მძიმე თამაში გვქონდა, მოედანზე მთელი 90 წუთის განმავლობაში დაძაბულობა იგრძნობოდა", - ამბობს გიგაური.

მისი თქმით, შემდეგ
ეტაპზე გასვლა რთული იქნება, მაგრამ არარეალურადაც არ მიაჩნია:

"სტუმრად ფრედ ვითამაშეთ, რაც ბევრს ნიშნავს და, რა თქმა უნდა, "ცხინვალს" შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს, მაგრამ ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს.

ბიჭები კონცენტრირებას ვცდილობთ, რადგან 1:1 ისეთი ანგარიში არ არის, საქმე საჩვენოდ რომ იყოს გადაწყვეტილი.

ერთი კია, ყველაფერს გავაკეთებთ, ეს ეტაპი რომ გადავლახოთ და ქართველი გულშემტკივრები გავახაროთ. მთავარია, 9 ივლისს, თბილისში ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდით ბიჭებო, მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა, აჩვენეთ მსოფლიოს, რომ ცხინვალი საქართველოა!..

ბონდო
23:09 07-07-2015
0
ბოტოშანი არარის ის ბარიერი რომელიც ცხინვალმა ვერ გადალახოს.....თქვენს გვერდით ვარ ბიჭებო....იმედია რომ გაახარებთ გულშემატკივარსაც და საერთოდ საქართველოს...
giorgi 777
15:38 06-07-2015
0

სიახლეები პოპულარული