გიორგი პაპავა: მჯერა, შევძლებთ "პარტიზანის" გავლას, თავს არ დავზოგავთ...

AutoSharing Option
ბევრისთვის მოულოდნელი იყო, საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, უნივერსალური სათამაშო ფუნქციებით დაჯილდოებული გიორგი პაპავა გორის "დილაში" რომ აღმოჩნდა.

თავის მხრივ, "დილას", რომელიც ბელგრადის "პარტიზანთან" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართი მატჩისთვის ემზადება, ეს შევსება ნამდვილად არ აწყენს.

"დილა" ახლა თურქულ შეკრებაზეა და "ლელო" პაპავას სწორედ იქ დაუკავშირდა...

- თავდაპირველად, ის გვითხარით, რატომ დატოვეთ კვიპროსული "ნეა სალამინა"? ბევრისთვის ეს მოულოდნელი იყო...
- გეტყვით, როგორც იყო. "ნეა სალამინადან" ჩემი ნებით წამოვედი. კლუბთან ერთწლიანი მოქმედი ხელშეკრულება ისევ მაკავშირებდა, მაგრამ ბიუჯეტი
განახევრდა. შესაბამისად, მეც მინახევრდებოდა ხელფასი. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მივიღე ასეთი გადაწყვეტილება.

- "დილას" გარდა, სხვა კლუბებისგან თუ გქონდათ შემოთავაზებები?
- ახლა ამ თემაზე საუბრისაგან თავს შევიკავებ.

- რას იტყვით თანამედროვე "დილაზე"?
- ცოტა შორიდან დავიწყებ. მამუკა ჯუღელი ბავშვობიდან გვერდით მიდგას. სწორედ მან გამომისყიდა "დინამოსგან". კლუბთან კონტრაქტი მქონდა დარჩენილი. ის, როგორც მე, ისე ბევრ ქართველ ფეხბურთელს უდგას გვერდით, გზას უხსნის დიდ ფეხბურთში და ამისთვის, მინდა მას მადლობა გადავუხადო. სწორედ ჯუღელის რჩევით მივედი "დილაში".

მოგეხსენებათ, თავად მამუკა ქობულეთში წავიდა. დარწმუნებული ვარ, იქაც კარგ, ანგარიშგასაწევ გუნდს ჩამოაყალიბებს...

რაც შეეხება კონკრეტულად "დილას", ძალიან კარგი, ამბიციური ფეხბურთელები არიან თავმოყრილნი. ეს ეხება როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილ მოთამაშეებს. შესანიშნავი ატმოსფეროა გუნდში. ცოტა გული იმან დაგვწყვიტა, რომ "ვოლინთან" თამაში ვერ ჩავამთავრეთ.

ახლა ყველა ფეხბურთელი ერთი მიზნის გარშემოა კონცენტრირებული. მხოლოდ 14 ივლისის თამაშზე ვფიქრობთ. მაქსიმალურად ვემზადებით ამ შეხვედრისთვის.

- რას იტყვით თურქული შეკრების მიმდინარეობაზე?
- თუ "ვოლინთან" შეწყვეტილ თამაშს არ ჩავთვლით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. როგორც იცით, უკვე ჩავატარეთ ერთი სრული მატჩი იმავე "ვოლინთან" და ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, მოვუგეთ. კარგი იქნება, კიდევ უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებთან თუ მოგვიწევს თამაში. სათამაშო პრაქტიკა გუნდისთვის აუცილებელია.

ძალიან კარგი ვარჯიშები გვაქვს. უჩა სოსიაშვილმა ზუსტად იცის, რა და როგორ უნდა ვაკეთოთ. მწვრთნელი მაქსიმუმს დებს იმისთვის, რომ "პარტიზანთან" მატჩს მზადყოფნაში შევხვდეთ.

- რას იტყვით "პარტიზანზე"?
- ფაქტია, ურთულესი მოწინააღმდეგე გვყავს. რთული იქნება პირველი, გასვლითი თამაში. მჯერა - "დილას" შესწევს იმის ძალა, რომ ეს ეტაპი გადალახოს. ფეხბურთელები ბოლომდე ვიბრძოლებთ ამისთვის, თავს არ დავზოგავთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ ჯუღელს რას ჩააკვეხნიან ხოლმე ყველამ იცის რაც არის ეგ კაცი. წარმატებები დილას
moxuci
18:15 13-07-2015
0
ჯერ ერთ- ერთწლიანი ხალშეკრულებები აღარ ფორმდება საქართველოში,რეორეც აცალეთ ბატონო გორის დილას,ძნელი მეროქე შეხვდა,მაგრამ ამ ბარიერს გადალახავს და გაახარებს საქარტველოს.დილა გადავა მესამე ეტაპზე დ ა რ წ მ უ ნ ე ბ უ ლ ი ვარ.დილას ამის ძალა და უნარი გააჩნია.გორელები გაგვახარებენ. გივი გაგნიძე
გორელი გორელი
07:43 13-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული