ომონია VS დი­ნა­მო (ბთ) - რა­ზე ელა­პა­რა­კა ქეც­ბაია ჭე­იშ­ვილს?

AutoSharing Option
დღეს, 9 ივლისს, ბა­თუ­მის "დი­ნა­მო" ნი­ქო­ზი­ის "ომო­ნი­ას­თან" ევ­რო­პა­ლი­გის პირ­ვე­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის სა­პა­სუ­ხო მატჩს გა­მარ­თავს. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის მო­გე­ბის (1:0) შემ­დეგ, დღე­ვან­დელ და­პი­რის­პი­რე­ბას აჭარ­ლე­ბი იმე­დით ელი­ან.


მატ­ჩის პირ­და­პირ რე­პორ­ტაჟს აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზია 20 სა­ა­თი­დან გა­დას­ცემს. სა­გან­გე­ბოდ ამ დღის­თ­ვის, ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში, კო­ლო­ნა­დებ­თან, დი­დი ეკ­რა­ნი და­ა­მონ­ტა­ჟეს, რა­თა ად­გი­ლობ­რივ­მა ქო­მა­გებ­მა თა­მა­შის ყუ­რე­ბა შეძ­ლონ.

8 ივლისს, ბა­თუ­მე­ლებ­მა ნი­ქო­ზი­ის "GSP სთე­დი­უმ­ზე" გე­ნე­რა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცია ჩა­ა­ტა­რეს. ბა­თუ­მელ­თა ვარ­ჯიშს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი თე­მურ ქეც­ბა­ი­აც და­ეს­წ­რო და თან ჭე­იშ­ვილ­საც გა­ე­სა­უბ­რა. ცხა­დია,
უც­ნო­ბია, რა­ზე ილა­პა­რა­კეს "დი­ნა­მოს" თავ­კაც­მა და ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის ექ­ს­დამ­რი­გე­ბელ­მა.

დი­დი ალ­ბა­თო­ბით, ქეც­ბა­ი­ამ ჭე­იშ­ვილს კვიპ­რო­სუ­ლი ფეხ­ბურ­თის ნი­უ­ან­სებ­ზე ღი­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მი­ა­წო­და...

Sportall.Ge
ფოტოზე: ბათუმელთა ვარჯიში "GSP სთე­დი­უმ­ზე"
ვარჯიშამდე გუნ­დის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა შო­თა ჭე­იშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა.

"ჩვენ ევ­რო­სარ­ბი­ელს 17-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ და­ვუბ­რუნ­დით და ვეც­დე­ბით, ეს ეტა­პი გა­დავ­ლა­ხოთ. ხვალ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი შეხ­ვედ­რა გვე­ლის. ვი­ცი, რომ ჩვენს წარ­მა­ტე­ბას არა მარ­ტო ბა­თუ­მი და აჭა­რა, არა­მედ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლო ელო­დე­ბა", - ამ­ბობს ჭე­იშ­ვი­ლი.

მას­თან ერ­თად, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე "დი­ნა­მოს" თავ­დამ­ს­ხ­მე­ლი დი­მიტ­რი ტა­ტა­ნაშ­ვი­ლიც მი­ვი­და:

"დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რთუ­ლი შეხ­ვედ­რა გვე­ლის, მაგ­რამ ბრძო­ლის­თ­ვის მზად ვართ. პირ­ველ მატ­ჩ­ში მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და მე­ო­რე ეტაპ­ზე გას­ვ­ლა გვსურს".

"ომო­ნი­ას" მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა კოს­ტას კა­ი­ა­ფას­მა კი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ეს თქვა:

"სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ში­ნე­ლი თა­მა­ში ჩა­ვა­ტა­რეთ და შე­დე­გიც ასე­თი­ვე მი­ვი­ღეთ. ამის გა­მო ჩვენს შეც­დო­მებ­ზე ვმუ­შა­ობთ. იმე­დია, მა­ყუ­რე­ბე­ლი სტა­დი­ონს შე­ავ­სებს და ევ­რო­პა­ლი­გის მომ­დევ­ნო რა­უნ­დ­ში გას­ვ­ლა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. გა­სუ­ლი წლი­დან ვმუ­შა­ობთ, თუ რო­გორ მო­ვა­ხერ­ხოთ მე­ტო­ქე­ზე ზე­წო­ლა. ჩვე­ნი მთა­ვა­რი იარა­ღი იქ­ნე­ბა აგ­რე­სია და მო­გე­ბის ურ­ყე­ვი ნე­ბა".

სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვიც გამ­ჟ­ღავ­ნ­და: თურ­მე, ნი­ქო­ზი­ელ­თა ბე­ნი­ნელ თავ­დამ­ს­ხ­მელ მა­იკლ პო­ტეს ევ­რო­პის უფ­რო ძლი­ე­რი ლი­გის გუნ­დი იწ­ვევს და "ომო­ნი­ას" და­ტო­ვე­ბა სურს...

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პორ­ტუ­გა­ლი­ის ნაკ­რე­ბის ყო­ფილ­მა შემ­ტევ­მა ნუ­ნო ასიშ­მაც ილა­პა­რა­კა:

"პირ­ველ მატ­ჩ­ში წა­გე­ბის გა­მო ხუთ­შა­ბათს რთულ სა­პა­სუ­ხო და­პი­რის­პი­რე­ბას ვე­ლით. უკეთ უნ­და ვი­თა­მა­შოთ, ვიდ­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლიც ვარ, რომ ამას მო­ვა­ხერ­ხებთ. მთა­ვა­რია, სტა­დი­ო­ნი სრუ­ლად შე­ივ­სოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქეცბა მიდი შენებურად, დაეხმარე
0
მიდით ბიჭებო,არაფრის არ შეგეშინდეთ,ითამაშედ ლაღად და მოგება/თუ არადა შემდეგ ეტაპზე გასვლა მაინც/თქვენ დაგრჩებათ.გორელები თქვენს გვერით ვართ.
მერაბი
13:39 09-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული