ზვიად სიჭინავა: ხალხო, ბილეთების შესაძენად ცოცხალ რიგში ხვალ დადექით

AutoSharing Option
სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ფეხბურთის გულშემატკივრებს სთხოვს, უეფა-ს სუპერთასის მატჩის ბილეთების შესაძენად ცოცხალ რიგში ხვალ, 12 ივლისს, 09:00 საათიდან დადგნენ


როგორც სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს საღამოს შსს-სთან ერთად ჯებირების დაყენება და ადგილის მოწესრიგება დაიწყება.

"დღეს საღამოს ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ვიწყებთ ჯებირების დაყენებას, მოწესრიგებას იმ ადგილის და ხვალ, 09:00 საათიდან სალაროებისკენ ცოცხალი რიგი დაიძრება.

ყველას ვთხოვ, რომ პროვოკაციებზე არ წავიდნენ, არაფერი ისეთი არ გააკეთონ, დადგნენ ცოცხალ რიგში ხვალ, 09:00 საათიდან და ბილეთები შეიძინონ", -
აღნიშნა სიჭინავამ.

სუპერთასის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის, ლაშა დვალიშვილის თქმით, უეფა-სთან ყოველდღიური კონტაქტია, სრულად არიან ჩართულები და შესაბამისად, ყველა ინფორმაცის ფლობენ.

"ის, რომ ხვალ დილიდან დაიწყება ბილეთების გაყიდვა, ეს თემაც მათთან არის შეთანხმებული", - აღნიშნა დვალიშვილმა.

როგორც ცნობილია, "ბარსელონა"-"სევილიას" მატჩზე დასწრების მსურველთა რიცხვი ვაკის პარკში ყოველ წუთს იზრდება. სპეციალურად შედგენილ სიაში უკვე 1500-ზე მეტი ფეხბურთის გულშემატკივარია ჩაწერილი. მათ იმედი აქვთ, რომ ამგვარად ისინი ხვალ ბილეთების შეძენას შეძლებენ.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

შექმნილია ჯგუფები და თითოეული ასეთი ჯგუფი 50 პირს აერთიანებს. ჯგუფებს ჰყავს თავიანთი ხელმძღვანელი.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეჰ, ჩემო გაუბედურებულო სამშობლოვ!
ჯერ ერთი - არაორგანიზებულობა;
მეორე - სნობობა;
მესამე - ის, რომ:
ხვალ დილით რომ გაიღვიძებს საქართველო, დაახლოებით, იგივე სიტუაცია იქნება, 1989 წლის 9 აპრილს რომ იყო დილის ოთხ საათზე!!!
ღმერთო, გადამირჩინე ჩემი გაუბედურებული სამშობლო!!!
მიეცი ქართველს იმის ნიჭი, რომ წინასწარ მიხვდეს, სად(!) როდის(!) და როგორ(!) მივიდეს, რათა მიზანს მიაღწიოს ნაკლები მსხვერპლითა და მომავალში დიდი დეპრესიის გარეშე!!!
უფალო, შეგვიწყალე!!!
ვარანცოველი
22:54 11-07-2015
0
ხვალ დავდგები აბა რას ვიზავ არა ეხა სამი დღე გავათენებ იქ გამეს
aba ras vizav
21:57 11-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული