ამის მიზეზი აზერბაიჯანელი ფანების პროვოკაციული მოქმედებაა თბილისის "დინამოსთან" შეხვედრაში (2:0). შეგახსენებთ, რომ მასპინძელი გუნდის ფანებმა საქართველოს დროშა დაწვეს და პოლიტიკური შინაარსის პროვოკაციული ბანერები გამოფინეს.
აი, რას წერს "აზერიფუტბოლი" - "ეს აზერბაიჯანელი ფანების საპასუხო მოქცევა იყო, თბილისში მომხდარ ინციდენტზე.
მაგრამ "დინამოს" ხელმძღვანელობამ აჯობა "გაბალისას", ისინი პროფესიონალურად მოიქცნენ და მაშინვე იჩივლეს უეფაში. ამით ქართველებმა აზერბაიჯანული კლუბის დაჯარიმებას მიაღწიეს. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ მოგვიანებით მოგახსენებთ".