წილისყრა: გორის "დილას" სავარაუდო მეტოქის ვინაობა გაირკვა

AutoSharing Option
დღეს, 17 ივლისს, ნიონში, უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც გორის "დილას" სავარაუდო მეტოქის ვინაობა გაირკვა - თუკი საქართველოს ჩემპიონი ბელგრადის "პარტიზანის" ბარიერს დაძლევს, შემდეგ ეტაპზე "ტრენჩინი"-"სტიაუას" წყვილში მოგებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ "დილა" "პარტიზანთან" სტუმრად გამართულ პირველ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა, საპასუხო მატჩს კი გორში 21 ივლისს გამართავს.


რაც შეეხება "ტრენჩინისა" და "სტიაუას" წყვილს, აქ რუმინულმა გრანდმა პირველ მატჩში სტუმრად სლოვაკეთში ორი უპასუხო გოლი გაუტანა
მეტოქეს და ფაქტობრივად, გაინაღდა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში.

ამ გუნდების საპასუხო მატჩი 22 ივლისს, ბუქარესტში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
სავარაუდო არა...იმედი აქვს ვინმეს?
tazo
14:40 17-07-2015
0
ამ სტიაუებს და ტოტენჰემებს ვერ ავცდით) დილა რომც გავიდეს რა აზრი აქ)
levani
15:05 17-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული