გორის "დილას" და "პარტიზანის" მეტოქეობა თანამშრომლობაში გადაიზარდა

AutoSharing Option
ფოტოზე: ბელგრადის "პარტიზანის" საკლუბო მუზეუმი
საქართველოს ჩემპიონი გორის "დილა" და ბელგრადის "პარტიზანი" მხოლოდ მეტოქეები აღარ არიან - ქართულ და სერბულ კლუბებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

"დილას" ოფიციალური საიტის ცნობით, 14 ივლისს, ბელგრადში "დილას" საგულშემატკივროდ ჩასულ ქართულ დელეგაციას "პარტიზანის" ხელმძღვანელობამ საქმიან ვახშამზე უმასპინძლა და აღნიშნული შეთანხმებაც იქ გაფორმდა.

შეხვედრას "დილას" დირექტორი გიორგი ტუღუში, მხარის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და მწვრთნელთა განათლების დირექტორი გაიოზ დარსაძე ესწრებოდნენ.

მიღწეული შეთანხმების თანახმად, საფეხბურთო კლუბ "პარტიზანსა" და "დილას" შორის პერიოდულად განხორციელდება გაცვლითი პროგრამები,
მოხდება გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება სპორტულ და ორგანიზაციულ საკითხებში.
აგრეთვე "დილას" და "პარტიზანის" ფეხბურთელებს, ისევე როგორც საფეხბურთო აკადემიის მოსწავლე ფეხბურთელებისთვის სერბეთსა და საქართველოში განხორციელდება სპეციალური პროგრამები, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტსმენთა გამოცდილებისა და ცოდნის ამაღლებას.

საფეხბურთო კლუბ "პარტიზანის" ხელმძღვანელობამ ქართულ დელეგაციას სტადიონის ინფრასტრუქტურა და მუზეუმი დაათვალიერებინა.

შეგახსენებთ, რომ ჩემიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "დილა" და "პარტიზანი" მეტოქეები არიან. პირველი დაპირისპირება ბელგრადში "პარტიზანის" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა, საპასუხო შეხვედრა კი 21 ივლისს, გორში გაიმართება.

მომზადებულია fcdila.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბილეთებზე რა ხდება როდიდან გაიყიდება ან რა ეღირება ვინმემ იციის???
gori
14:22 18-07-2015
0
5 და 7 ლარი ეგირება ბილეთები თამაშის დგეს იყიდი ხელზე
Valeri
19:05 18-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული