უჩა სოსიაშვილი: დარწმუნებული ვარ, გორის სტადიონი გაივსება

AutoSharing Option
20 ივლისს, გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა ბელგრადის "პარტიზანთან" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

გორელთა მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტების წინაშე მეკარე ოლეკსეი შევჩენკოსთან ერთად წარდგა.

სოსიაშვილის თქმით, გუნდის ყველა მოთამაშე მოტივირებულია და სრულ ფიზიკურ მზადყოფნაში მოუთმენლად ელოდება ხვალინდელი მატჩის დაწყებას. ამასთან, მისი თქმით, "დილას" შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს ვიხილავთ.

"რაც შეეხება გულშემატკივარს, მათ მოწოდება არ სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი მატჩისთვის სტადიონი გაივსება.

ისტორიული ფაქტია ის, რომ გორის "დილა" მსგავსი მასშტაბის თამაშს საკუთარ არენაზე პირველად ატარებს, რაც
ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია და პასუხისმგებლობა იქნება", - თქვა სოსიაშვილმა.

დილასა" და "პარტიზანის" მატჩი გორში 21 ივნისს, 16:30 სთ-ზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, ბელგრადში გამართული შეხვედრა "პარტიზანის" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

ცნობილია, რომ შეხვედრას პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარ მსაჯ დანიელ სტეფანცკის რაფაელ როსტკოვსკი და მარჩინ ბონიეკი გაუწევენ ასისტენტობას. მეოთხე მსაჯი ბარტოშ ფრანკოვსკი იქნება.

ასევე იხილეთ:
პარტიზანი-დილა 1:0 - მაგრამ ეს არ იყო ღირსეული მარცხი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
არ ვიციტ ფეგბურთი ხვალ ისევ მარცხი ზეგ ისევ მერე ისევ მერე ფარერებისნაირ გუნდთან მოვიგებტ და უფ ეგააგავმართეთ გუნდიო იტყვიან,მომბეზრდა ერთი დაიგივე რაააააა,წიტელბურტი ვიციტ ფეგბურთი არა წიტელი ბარატიც იქნება ხვალ ქართველთატვის
გულგატეხილი
22:04 20-07-2015
0
მთელი მატჩის განმავლობაში გულშემატკივრობაა საჭირო "ღრიალი სტადიონისა" ოთხმოცდაათი წუთი ეგებ მოვიგოოთ რა ხდებოდა თეთრ ქალაქში ხომ გახსოვთ მეთორმეტე ფეხბურთელი თუ მოგვაგებინებს,ხალხო ვუქომაგოთ,ვიქართველოთ,ცუდადა ქართული ფეხბურთის საქმე ასე "ზარდამცემი ყიჟინით" მაინც გავიტანოთ ჩვენი ლელო
sakandelidze -FR
23:31 20-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული