ზორან მილინკოვიჩი: დაცვაში ჯდომას არც ჩვენ ვაპირებთ!

AutoSharing Option
21 ივლისს, გორის "დილა" უეფას ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბელგრადის "პარტიზანს" უმასპინძლებს. შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე 16:30 სთ-ზე დაიწყება, მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი "პირველი არხი" წარმოადგენს.


შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება სერბეთის დედაქალაქში "პარტიზანის" გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

20 ივლისს, ბელგრადის "პარტიზანის" მთავარმა მწვრთნელმა ზორან მილინკოვიჩმა გორის "დილასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩისწინა პრესკონფერენცია სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გამართა.
ისიც და მისი შეგირდებიც საქართველოში ჩინებული განწყობით ჩამოვიდნენ - ქვეყნის ჩემპიონატის პირველ ტურში "მეტალაცს" 4:0 მოუგეს.

Sportall.Ge
ფოტოზე: "პარტიზანის" ვარჯიში თბილისში

ახლა სიტყვა მივცეთ "პარტიზანის" მთავარ მწვრთნელს, ვისთან ერთადაც პრესკონფერენციას გუნდის მცველი გრეგორ ბალაჟიჩიც დაესწრო. სხვათა შორის, ეს ის ბალაჟიჩია, რომელსაც თავის დროზე ლვოვის "კარპატის" შემადგენლობაში ბუბა დაუშვილთან ერთად უთამაშია...

ზორან მილინკოვიჩი:
- ჩვენ პირველი მატჩი 1:0 მოვიგეთ და შესაბამისად, "დილას" გოლები სჭირდება, თუმცა ეს ჩვენს ამოცანას არ ცვლის - სამშაბათს უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენი მიზანია, მშვიდად გავიდეთ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე.

მეტოქეს პატივს ვცემ. დარწმუნებული ვარ, ის არ ითამაშებს ისეთ ფეხბურთს, როგორიც ბელგრადში შემოგვთავაზა, როცა "დილა" მთელი გუნდით დაცვაში იყო. ახლა იძულებულია, შემოგვიტიოს. თუმცა არც ჩვენ ვაპირებთ დაცვაში ჯდომას.

- რა არის "პარტიზანის" მიზანი ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში? თქვენი აზრით, რომელია "დილას" ის ფეხბურთელი, რომელსაც თქვენი გუნდისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია?
- კარგი გუნდი გვყავს. ჩვენი მიზანია, მოვხვდეთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში და მიმაჩნია, რომ "პარტიზანს" შესწევს ამის ძალა.

რაც შეეხება მეორე კითხვას, პირველ მატჩში არ უთამაშია საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ ირაკლი მოდებაძეს. ვიცით, რომ ის ძლიერი ფეხბურთელია. "დილას" მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ამჯერად მისი გუნდი მეტ ყურადღებას დაუთმობს შეტევას.

- საკადრო ამბებზეც გკითხავთ...
- საქართველოში 19 ფეხბურთელი ჩამოვიყვანეთ. ამ დროისთვის ყველა ჯანმრთელადაა და ემზადება სათამაშოდ.

- საინტერესოა, გორში რატომ არ ივარჯიშეთ?
- ჩემი ინფორმაციით, თბილისიდან გორამდე 70 კილომეტრია. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, დროის მნიშვნელოვანი ნაწილი მგზავრობაში არ დაგვეკარგა. თბილისში ვივარჯიშებთ, რადგან ვიცით, რომ გორში კარგი საფარია და მას მოსინჯვა არ სჭირდება.

- შეაფასეთ პირველი მატჩი...
- სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ მომენტების რეალიზაცია. ამასთან ერთად, ფორტუნამაც გვაქცია ზურგი. ეს არ არის ისეთი უპირატესობა, რომელიც მშვიდად ყოფნის საშუალებას იძლევა.

ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. სერბეთის ჩემპიონატის სასტარტო მატჩში 4 ბურთი შევაგდეთ...

- გორში როგორ სცენარს გეგმავთ?
- უკვე ვთქვი, რომ დაცვაში ჯდომას არ ვაპირებთ. მეტიც - გვინდა, სწრაფი გოლი გავიტანოთ.

გრეგორ ბალაჟიჩი:
- ძალიან სერიოზულად მოვემზადეთ ამ შეხვედრისთვის. ვფიქრობ, ისეთი თამაში აღარ იქნება, ბელგრადში რომ იყო. თუმცა ჩვენი მიზანი უცვლელი რჩება - მოგება!

პრესკონფერეციის შემდეგ სერბებმა კარლო მჭედლიძის საფეხბურთო აკადემიაში ივარჯიშეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნავალოვსკი კი არა დღეს გორის დილაში ილურიძემ უნდა აიღოს თავის თავზე თამაში
giorgi
13:22 21-07-2015
0
ნავალოვსკის აგებული ტამასი არ გაისვას მაგან კი არა ბურტი ვინც იცის იმან უნდა აიგოს
goga
12:24 21-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული